“ინტერპრესნიუსის” პასუხისმგებელი რედაქტორი თანამდებობიდან გათავისუფლდა

“პალიტრა მედიის” ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით, “ინტერპრესნიუსის” რედაქტორი, რომელიც პასუხისმგებელი იყო დღეს გავრცელებული პირადი ცხოვრების შესახებ ინფორმაციის ვებგვერდზე განთავსებაზე, თანამდებობიდან გათავისუფლდა. “პალიტრა მედია” გმობს პირადი ცხოვრების ამსახველი მასალების ნებისმიერი ფორმით გავრცელებას და იმედს გამოთქვამს, რომ უმოკლეს დროში მოხდება იმ პირის (თუ პირთა) დადგენა, რომელმაც ინტერნეტსივრცეში ვიდეო ატვირთა და გაავრცელა. როგორც ცნობილია, სააგენტო “ინტერპრესნიუსმა” დღეს, რამდენიმე წუთით განათავსა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ youtube-ზე გავრცელდა პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეომასალა. მიუხედავად იმისა, რომ სააგენტოს ინფორმაციას თან არ ახლდა არც ვიდეომასალა და არც მასზე გადასასვლელი ბმული, დასახელებული იყო ვიდეოს სახელწოდება, რაც საშუალებას იძლეოდა მომხდარიყო პირის იდენტიფიცირება.

banner
წინა სტატიაშისახალხო დამცველი პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელების ფაქტს გმობს
შემდეგი სტატიაარა შანტაჟს – ამ ლოზუნგით ამ წუთებში სახელმწიფო კანცელარიასთან აქცია მიმდინარეობს