ინტერპოლში უმიზეზოდ არ ვაგზავნით

აფხაზეთის რკინიგზის საკითხს განიხილავენ

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, გრიგორი კარასინის განცხადებით, დღეს ის ზურაბ აბაშიძესთან გია ცერცვაძის საკითხსაც განიხილავს. კარასინი ამბობს, რომ რუსეთს ქართველ სამხედროებზე ნადირობა არ აქვს გამოცხადებული და საქმე მხოლოდ კრიმინალს ეხება.

„ამის შესახებ მსმენია. დღეს ამ საკითხს ჩვენ განვიხილავთ. როგორც მე ვიცი, საუბარია კრიმინალზე, კრიმინალურ დანაშაულზე, რომელიც ამ ბატონმა რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე ჩაიდინა. თუ არ ვცდები, 2003 წელს. დოკუმენტები, ბუნებრივია გვაქვს. ჩვენ მოთხოვნებს ინტერპოლში უმიზეზოდ არ ვაგზავნით. ჩვენ შეხვედრაზე ჰუმანიტარულ საკითხებს და მათ შორის ამ ბრალდებების საკითხსაც განვიხილავთ. ქართველ სამხედროებზე ნადირობა არ მიმდინარეობს. ჩვენ ვატარებთ გამოძიებას იმ კრიმინალურ საკითხებზე, რომლებიც, სამწუხაროდ რუსეთის ფედერაციისა და საქართველოს ტერიტორიაზე ხდება,“ – განაცხადა გრიგორი კარასინმა.

მისი თქმით, შეხვედრაზე ის რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში საქართველოს პრემიერმინისტრის სპეციალურ წარმომადგენელთან რუსი დიპლომატისა და მისი მეუღლის მკვლელობაში ეჭვმიტანილი ლაკაევის საკითხზეც ისაუბრებს.

banner
წინა სტატიაშიმოსამართლეების საქმიანობაში უხეში ჩარევის შესაძლო ფაქტთან დაკავშირებით პროკურატურა გამოძიების შუალედურ შედეგებს ასაჯაროებს
შემდეგი სტატიააფხაზეთში და „სამხრეთ ოსეთში“ მცხოვრებმა ადამიანებმა სამოგზაუროდ ვიზები უნდა მიიღონ