ინტერპოლმა თურქეთი 60 ათას კაციანი სიის გამო მონაცემთა ბაზიდან ამოიღო

პოლიციის საერთაშორისო ორგანიზაციამ ინტერპოლმა, 60 ათასი ძებნილი პირის ინტერპოლის მონაცემთა ბაზაში შეყვანის მოთხოვნის გამო, თურქეთი მონაცემთა ბაზიდან ამოიღო.
ინტერნეტ პორტალ karar.com-ის ჟურნალისტის ჰილალ ოზთურქის ინფორმაციით, გადატრიალების მცდელობის შემდეგ თურქეთმა ინტერპოლს 60ათას კაციანი სიის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა, მაგრამ ინტერპოლმა რაოდენობის და უსაფრთხოების მხვრივ შესაძლო პრობლემების წარმოქმნის მოტივით თურქეთს მონაცემთა ბაზაში შესვლის უფლება შეუჩერა.
სტატიაში აღნიშნულია, რომ შესაბამისად, ერთი წელია FETO-ს წევრობის ბრალდებით ძებნაში მყოფი პირები თავიანითი პასპორტებით ძალიან ბევრ ქვეყანაში თავისუფლად გადაადგილდებიან. იმიტომ, რომ ინტერპოლის ბაზაში თურქეთის მიერ მიცემული პასპორტების სია არ აიტვირთა.
როგორც ცნობილია, თურქეთი ერთი წელია ცდილობს ინტერპოლს გადაწყვეტილება შეაცვლევინოს. აქედან გამოდინარე ინტერპოლს აცნობეს, რომ ძებნილი პირების მიმართ გამოძიება მიმდინარეობს.
ძებნილ პირებს შორის პროკურორები – ზექერია ოზ, ჯელალ კარა, ფიქრეთ სეჩენის მსგავსი სახელები არიან. გარდა ამისა ამ სიაში ნატო-ს სამხედრო ოფიცრები, ჟურნალისტები, პოლიციელები და დიპლომატები არიან.
წყარო: http://www.diken.com.tr/interpol-turkiyeyi-60-bin-kisilik-liste-yuzunden-veri-tabanindan-cikarmis/

banner
წინა სტატიაშისამეგრელოში თხილის მოსავალი განადგურდა
შემდეგი სტატიარუსეთის საგარეო უწყება თბილისის ყველა ბრალდება ყალბია