20.8 C
Tbilisi
კვირა, აგვისტო 16, 2026
banner

ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი უზბეკეთის მოქალაქე საქართველოში დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი, უზბეკეთის რესპუბლიკის მოქალაქე დააკავეს.
დაკავებული, ყაზახეთის რესპუბლიკის სამართალდამცავი ორგანოების მოთხოვნის საფუძველზე, ინტერპოლის წითელი ცირკულარით საერთაშორისო დონეზე იძებნებოდა.
სამართალდამცველებმა, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ძებნილი პირი „სარფის“ საბაჟო გამშვები პუნქტის ტერიტორიაზე დააკავეს.
ამჟამად, დაკავებულის მიმართ კანონით გათვალისწინებული საექსტრადიციო პროცედურები მიმდინარეობს.

banner
წინა სტატიაშისაქართველოდან უცხო ქვეყნის 113 მოქალაქე გააძევეს
შემდეგი სტატიასაქართველოს ბანკი ქმნის ინკლუზიურ საბანკო მომსახურებას