ინტერპოლის პრეზიდენტად სამხრეთ კორეელი აირჩიეს

კრიმინალური პოლიციის საერთაშორისო ორგანიზაციის პრეზიდენტად სამხრეთ კორეელი კიმ ჩონ იანი აირჩიეს. შესაბამისი გადაწყვეტილება 21 ნოემბერს, ორგანიზაციის გენერალურ ასამბლეაზე დუბაიში მიიღეს. რუსმა გენერალ-მაიორმა ალექსანდერ პროკოპჩუკმა, რომელიც ამ პოსტზე ფავორიტად ითვლებოდა, აშშ-ს, ბრიტანეთისა და სხვა ევროპული ქვეყნების წინააღმდეგობის გამო ვერ გაიმარჯვა.
არჩევის შემდეგ კიმ ჩონ იანმა ასამბლეის დელეგატებს მიმართა: “ჩვენი მსოფლიო მიმდინარე მომენტში უპრეცენდენტო ცვლილებების წინაშე დგას, რომელმაც საზოგადოებრივ უსაფრთხოებას და წესრიგს უამრავი პრობლემები მოუტანა. იმისათვის, რომ მათ გავუმკლავდეთ, საჭიროა მკაფიო ხედვები, რომელიც მომავალში სწორად მუშაობაში დაგვეხმარება” – აღნიშნა ინტერპოლის ახალმა პრეზიდენტმა – “ბიბისი” წერს

banner
წინა სტატიაშიშერემეტევოში თვითმფრინავმა 25 წლის სომხეთის მოქალაქე გაიტანა
შემდეგი სტატიასპეციალური პენიტენციური სამსახურის განცხადება ივანე მერაბიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით