ინტერპარტიული ჯგუფი საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრის პასუხს ელოდება

news
ავტ.: news აპრილი 15, 2016 10:26

ინტერპარტიული ჯგუფი საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრის პასუხს ელოდება

მნიშვნელოვანი

  • ინტერპარტიული ჯგუფის ერთ-ერთი ლიდერი მამუკა კაციტაძე გუშინ პრემიერ-მინისტრს შეხვდა. როგორც „ახალი მემარჯვენეების“ ლიდერმა განაცხადა, შეხვედრაზე განხილვის მთავარი საკითხი არასაპარლამენტო ოპოზიციის მიერ წარდგენილი საარჩევნო გარემოს გაუმჯობესების პაკეტი იყო. კაციტაძის თქმით, შეხვედრას პრემიერთან ერთად მთავრობის საპარლამენტო მდივანი შალვა თადუმაძეც ესწრებოდა.

სხვა სტატიები

ინტერპარტიული ჯგუფის ერთ-ერთი ლიდერი მამუკა კაციტაძე გუშინ პრემიერ-მინისტრს შეხვდა. როგორც „ახალი მემარჯვენეების“ ლიდერმა განაცხადა, შეხვედრაზე განხილვის მთავარი საკითხი არასაპარლამენტო ოპოზიციის მიერ წარდგენილი საარჩევნო გარემოს გაუმჯობესების პაკეტი იყო. კაციტაძის თქმით, შეხვედრას პრემიერთან ერთად მთავრობის საპარლამენტო მდივანი შალვა თადუმაძეც ესწრებოდა.

როგორც კაციტაძემ აღნიშნა, პრემიერმა ოპოზიციის მიერ წარდგენილი საკითხები განიხილა როგორც „ქართულ ოცნებაში“, ასევე ყოფილ კოლიაციაში და მათ გარკვეულ საკითხებზე უკვე ჩამოყალიბებული პოზიციები ჰქონდათ.

„სარეკლამო დროის თანაბარ განაწილებასთან დაკავშირებით პასუხი იყო დადებითი. ბარიერების დაწევასთან დაკავშირებით, როგორც საპარლამენტო, ასევე კვალფიციური სუბიექტების მიმართ, პასუხი ასევე პოზიტიური იყო. საარჩევნო ადმინისტრაციასთან დაკავშირებით პასუხი, პრინციპში, პოზიტიური იყო, თუმცა შემოგვთავაზეს გარკვეული სახეცვლილება, რაზეც მქონდა კონტრარგუმენტი და აქედან გამომდინარე, საბოლოო ფორმულირებაზე ჯერჯერობით შეთანხმება ვერ მოხდა და რაც მთავარია, საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით, რომელშიც მაჟორიტარული სისტემის გაუქმებაც იგულისხმება, ყველაზე მეტი საუბარი გაიმართა ჩვენ შორის. ყველაზე რთული პოზიცია მათი მხრიდან საარჩევნო სისტემაზეა. შევთავაზე არა მხოლოდ მაჟორიტარული სისტემის გაუქმებაზე მსჯელობა, არამედ იმ ალეტრანტივების განხილვა, რომელიც ჩვენს მიერ არის წარდგენილი“, – განაცხადა მამუკა კაციტაძემ.

ინტერპარტიული ჯგუფის ერთ-ერთმა ლიდერმა ასევე აღნიშნა, რომ პრემიერმა კიდევ ორი დღე ითხოვა იმისთვის, რათა კიდევ გამართოს შიდა კოალიციური მსჯელობა და არასაპარლამენტო ოპოზიცია საბოლოო პასუხებს შაბათს დღის ბოლოს მიიღებს. მანამდე კი, კაციტაძის ინფორმაციით, გაიმართება მსჯელობა „ქართულ ოცნებაში“ ყველა საკითხზე საბოლოო გადაწყვეტილებების მისაღებად, მიუხედავად იმისა, რომ ძირითად საკითხებზე მათი მხრიდან დადებითი პასუხებია.

„ამის შემდეგ უკვე ჩვენზე, ინტეპარატიულ ჯგუფზეა დამოკიდებული გადაწყვეტილების მიღება თუ რას მოვიმოქდებთ. ქმედება შეიძლება იყოს ორი – ან ჩვენ შორის, კოალიციასა და ინტერპარტიულ ჯგუფს შორის ფორმდება თანხმობის დოკუმენტი, რითიც ორმხრივ პასუხისმგებლობას ვიღებთ, როგორც სიახლეების დათანხმებაზე, ასევე მათ პარლამენტში იმპლემენტაციაზე, ან არ ფორმდება თანხმობის დოკუმენტი და როგორც იტყვიან, ჩვენ ჩვენი გზით გავაგრძელებთ მოძრაობას და მოქმედებას“, – განაცხადა მამუკა კაციტაძემ.

მისივე თქმით, პრემიერთან შეხვედრის შედეგებს ის ინტერპარტიული ჯგუფის წარმომადგენლებს დღეს დაგეგმილ შეხვედრაზე გააცნობს, რომელიც 12:00 საათზეა დანიშნული.

news
ავტ.: news აპრილი 15, 2016 10:26