ინტერპარტიული ჯგუფი გარდაბნის გამგებლის არჩევნებს ბოიკოტს უცხადებს

გარდაბნის გამგებლის არჩევნების ბოიკოტირების შესახებ განცხადებას ავრცელებს დღეს ინტერპატიული ჯგუფი. მათი განმარტებით, არსებული საარჩევნო სისტემის ფონზე, ეს არ იქნება ლეგიტიმური და გამჭვირვალე არჩევნები.

ისინი მოუწოდებენ ყველა ოპოზიციურ პარტიას არ მიიღონ მონაწილეობა არჩევნებში.

მათი განმარტებით, ბოიკოტის მიზანია, ხელისუფლების პოლიტიკური იძულება, შეასრულოს საკუთარი დანაპირები, შეცვალოს არსებული საარჩევნო სისტემა და 2016 წელს ჩაატაროს კონკურენტული – სამართლიანი საპარლამენტო არჩევნები.

„ჩვენ გარდაბნის არჩევნებთან ჩვენი დამოკიდებულება გვაქვს. ეს ყველაფერი გამომდინარეობს იმ სიჯიუტისგან, რომელიც გამოიჩინა ხელისუფლებამ საარჩევნო სისტემის შეცვლასთან დაკავშირებით,“ – აცხადებს მანანა ნაჭყებია.

28 იანვარს გარდაბანში გამგებლის რიგგარეშე არჩევნებია დაგეგმილი.

banner
წინა სტატიაშიდავოსში დღეს მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი იხსნება
შემდეგი სტატიაშსს-მ ოზურგეთში ქურდობის ფაქტი აღკვეთა