(+ვიდეო) ინტერნეტში დონის როსტოვის აეროპორტში თვითმფრინვის ჩამოვარდნის ამსახველი კადრები გავრცელდა

რუსეთის ქალაქ დონის როსტოვის აეროპორტში სამგზავრო თვითმფრინავის ჩამოვარდნის ამსახველი ვიდეოკადრები ინტერნეტში გავრცელდა. ავიაკატასტროფის მომენტი გარესათვალთვალო კამერებმა დააფიქსირა. თვითმფრინავი ჩამოვარდნის შემდეგ აფეთქდა.

ავიაკატასტროფის შედეგა დაიღუპა 62 ადამიანი. სამგზავრო “ბოინგი” დონის როსტოვში დუბაიდან მიფრინავდა.

საგამოძიებო კომიტეტში აცხადებენ, რომ ავიაკატასტროფის მიზეზის ორ ვერსიას განიხილავენ – მფრინავის შეცდომა მეტეოროლოგიური პირობების დროს და ტექნიკური გაუმართაობა. უკვე ნაპოვნია თვითმფრინავის “შავი ყუთი”.

თვითმფირნავი ავიაკომპანია FlyDubai-ს ეკუთვნოდა. ეს ამ ავიაკომპანიის ისტორიაში პირველი ავიაკატასტროფაა.

https://www.youtube.com/watch?time_continue=5&v=YMs6Znd9bKw

banner
წინა სტატიაშიგიორგი მარგველაშვილი ქალაქ როსტოვში მომხდარი ავიაკატასტროფის გამო მწუხარებას გამოთქვამს
შემდეგი სტატიახვალ მთელ საქართველოში ამინდი გაუარესდება