ინტერნეტში ათათურქის აეროპორტში აფეთქების მომენტის ამსახველი ვიდეო გავრცელდა

აეროპორტში დაღუპულთა რიცხვი 28-მდე გაიზარდა

ინტერნეტში ათათურქის აეროპორტში მომხდარი ერთ-ერთი აფეთქების მომენტის ამსახველი ვიდეო გავრცელდა, სათვალთვალო კამერის მიერ გადაღებულ კადრებში ჩანს, თუ როგორ იფეთქებს თავს თავდამსხმელი მას შემდეგ, რაც მას პოლიციელი ცეცხლსასროლი იარაღიდან დაჭრის.

ბოლო მონაცემებით, ათათურქის აეროპორტზე თვითმკვლელი ტერორისტების თავდასხმას 28 ადამიანი ემსხვერპლა. დაშავებულთა რიცხვი 60-ს აღემატება.

როგორც თურქული მედია წერს, პოლიცია ვარაუდობს, რომ სტამბოლში მდებარე აეროპორტზე თავდასხმა ტერორისტული დაჯგუფების “ისლამური სახელმწიფოს” ორგანიზებულია.

https://youtu.be/bJJkKJ84AtA

banner
წინა სტატიაშიგიორგი კვირიკაშვილი : შოკირებული და ძალიან დამწუხრებული ვარ ათათურქის აეროპორტზე თავდასხმის გამო
შემდეგი სტატიათბილისის საერთაშორისო აეროპორტში თურქეთის მიმართულებით დაგეგმილი 5 რეისი გააუქმდა