11.8 C
Tbilisi
ოთხშაბათი, თებერვალი 18, 2026
banner

“ინტერნეტი ტერორისტული ოპერაციების დაწყების შემდეგ გაითიშა, მანამდე არ გათიშულა” – ირანის მთავრობა

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრიაბბას არაღჩი, რეჟიმის გადაწყვეტილებას, ქვეყანაში ინტერნეტის გათიშვასთან დაკავშირებით მიესალმება. ამის შესახებ მან ტელეკომპანია Al Jazeera-თან ინტერვიუში ისაუბრა.

აბბას არაღჩი ამტკიცებს, რომ ინტერნეტი მხოლოდ მას შემდეგ გაითიშა, რაც მიხვდნენ, რომ “ტერორისტულ ოპერაციების” ბრძანებები ქვეყნის გარედან მოდიოდა.

“ისინი თუ შეეცდებიან სამხედრო კონფრონტაციას, რომელიც ერთხელ უკვე სცადეს და ვერ შეძლეს, ჩვენ მზად ვართ. ინტერნეტი ტერორისტული ოპერაციების დაწყების შემდეგ გაითიშა, მანამდე არ გათიშულა. ჩვენ საპროტესტო აქციები ოფიციალურად ვაღიარეთ და მთავრობა დიალოგის რეჟიმში იმყოფებოდა დემონსტრანტებთან. დემონსტრანტების წარმომადგენლებს ირანის პრეზიდენტი პირადად შეხვდა. ინტერნეტი მხოლოდ მას შემდეგ გაითიშა, რაც ჩვენ ტერორისტულ ოპერაციებს წავაწყდით და მივხვდით, რომ ბრძანებები ქვეყნის გარედან მოდიოდა”, – განაცხადა არაღჩიმ.

banner
წინა სტატიაში“ჩინეთი ეწინააღმდეგება ირანის შიდა საქმეებში აშშ-ის შესაძლო ჩარევას” – ქვეყნის საგარეო უწყება
შემდეგი სტატიაუკრაინის ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ფრაქცია „ბატკივშჩინის“ ლიდერს, იულია ტიმოშენკოს აცნობეს, რომ კორუფციის საქმეზე ეჭვმიტანილია