ინტერნეტ პროვაიდერები მოსწავლეებსა და მასწავლებლებს 20 GB მობილურ ინტერნეტპაკეტს 10 ლარად შესთავაზებენ

პანდემიის პირობებში დისტანციური სწავლების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის მიზნით განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ საქართველოში მოქმედ სამ მობილურ ოპერატორთან – სს „სილქნეტთან“, შპს „მაგთიკომთან“ და შპს „ვიონი საქართველოსთან“ (ბრენდი „ბილაინი“) ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერა ხელი.

როგორც განათლების მინისტრის მოადგილემ ეკა დგებუაძემ განაცხადა, მემორანდუმის საფუძველზე საჯარო და კერძო სკოლების მოსწავლეები და მასწავლებლები, შესაბამისი პროცედურების გავლის შემდეგ, 2020-2021 სასწავლო წლის ბოლომდე შეღავათიანი მობილური ინტერნეტ პაკეტით ისარგებლებენ.

„მობილური ინტერნეტ პაკეტის შეღავათიან ტარიფს ასევე, მხარი დაუჭირა საქართველოს კომუნიკაციების კომისიამ. დისტანციური სწავლების გამოწვევებისა და ტექნიკური საჭიროებების შესაბამისად, ინტერნეტ პროვაიდერები მოსწავლეებსა და მასწავლებლებს 20 GB მობილურ ინტერნეტპაკეტს 10 ლარად შესთავაზებენ, რაც სტანდარტულ ღირებულებასთან შედარებით 2,5-ჯერ ნაკლებია. დარგის ექსპერტების რეკომენდაციით, 20GB საკმარისი ოდენობაა ერთი თვის განმავლობაში ონლაინ გაკვეთილებზე დასასწრებად და ინტერნეტ რესურსების მოსაძიებლად“, – განაცხადა დგებუაძემ.

banner
წინა სტატიაშისოზარ სუბარი – ვინც პარლამენტში არ შევა, მათ მიმართ იქნება მძიმე დარტყმა არჩევნებზე
შემდეგი სტატიამინისტრის მოადგილე – სკოლებში კორონავირუსის შემთხვევების დადასტურების შემთხვევაში, პირველ სემესტრში აპრობირებული მიდგომა წერტილოვანი შეზღუდვების შესახებ ისევ გაგრძელდება