,,ინტერესით ველოდები „იბერიასთან“ დაკავშირებით გავრცელებულ ჩანაწერებზე გამოძიების შედეგებს”

იუსტიციის მინისტრი მამუკა ახვლედიანის განცხადებას

ინტერესით ველოდები „იბერიასთან“ დაკავშირებით გავრცელებულ ჩანაწერებზე გამოძიების შედეგებს, – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა ჟურნალისტებს განუცხადა.

„ყველამ მოვისმინეთ სხვადასხვა ვიდეოჩანაწერებში გაჟღერებული ფრაზები, სახელები, გვარები, განცხადებები. მოვისმინეთ ამ ჩანაწერებზე გაკეთებული ძალიან ბევრი შეფასება და განცხადებაც. რადგანაც გამოძიება დაწყებულია, უნდა დაინტერესდნენ არა მხოლოდ პირველი ჩანაწერით, რომელიც სათავედ დაედო სისხლის სამართლის გამოძიების პროცესს, არამედ ყველა მომდევნო ჩანაწერითაც. ამით უნდა დადგინდეს, ვის რა როლი ჰქონდა, რადგან ვისმენთ ჩანაწერებში სხვადასხვა სახელებისა და გვარების მოხსენიებას, მაგრამ მნიშვნელოვანია დადგინდეს, მართლაც იყვნენ ეს პირები ამ პროცესში ჩართული თუ არა.

სანამ ამაზე გამოძიება თავის სათქმელს მტკიცებულებებზე დაყრდნობით იტყვის, რა თქმა უნდა, ჩემი მხრიდან სპეკულაციები იქნებოდა ვინმეს როლზე დღეს საუბარი. შესაბამისად, ისევე, როგორც თქვენ, მეც ინტერესით ველოდები, რა მტკიცებულებებს დადებს გამოძიება. ჩემთვის მთავარი არის, რომ გამოძიებამ პასუხები გასცეს იმ კითხვებს, რაც შეეხება სხვადასხვა პირის როლს ამა თუ იმ პროცესში, ძალიან ადვილია, რომ ერთმა პირმა მეორე პირთან საუბრისას ახსენოს მესამე პირის ან მეოთხე პირის გვარი და სახელი, მაგრამ სანამ გამოძიება არ განსაზღვრავს ჩანაწერში მოხსენიებული პირების რეალურ როლს. მანამდე სპეკულაციები იქნებოდა ვინმეს როლზე საუბარი. დაველოდოთ გამოძიების პროცესს. ფაქტი არის, რომ გამოძიება მყისიერად დაიწყო და მტკიცებულებები იქნება მთავარი და არა ის, თუ ვინ ვისთან ვინ ახსენა სახელით და გვარით“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

„ომეგა-ჯგუფის“ წარმომადგენლები ამტკიცებენ, რომ გავრცელებულ ჩანაწერებში კომპანიის წილების გადანაწილების შესახებ არის საუბარი. ამასთან, იქამდე გავრცელდა სატელეფონო ჩანაწერი ტელეკომპანია „იბერიასთან“ დაკავშირებით, რომელშიც სპორტისა და ახალგაზრდობის ყოფილი მინისტრი ლევან ყიფიანი ფიგურირებს. ჩანაწერთან დაკავშირებით დაწყებული გამოძიების ფარგლებში ყიფიანი გამოიკითხა.

banner
წინა სტატიაშიგარემოს ეროვნული სააგენტო ატმოსფერული ჰაერის ხარისხთან დაკავშირებით გასული კვირის შედეგებს აქვეყნებს
შემდეგი სტატიადაიშლება თუ არა ფრაქცია – „პატრიოტთა ალიანსიდან” ნატო ჩხეიძის წასვლას დეპუტატები ეხმაურებიან