24.8 C
Tbilisi
ოთხშაბათი, მაისი 20, 2026
banner

“ინტერესი შეიძლება იყოს ბევრი – რუსეთიდანაც და მთავრობიდანაც” – მეუფე დოსითეოსი პატრიარქის არჩევნებში შესაძლო ჩარევაზე

ბელგიისა და ჰოლანდიის ეპისკოპოსმა  მეუფე დოსითეოსმა მედიასთან განაცხადა, რომ პატრიარქის არჩევნებში შესაძლო  ჩარევის ინტერესი ბევრი შეიძლება იყოს – რუსეთიდანაც და ყველგანაც.

“არანაირი ჩარევა, არავინ დამკავშირებია… ყველა მღვდელმთავარი არის პიროვნულად თავისუფალი თავის არჩევანში”, – თქვა დღეს სიონის საპატრიარქო ტაძრიდან გამოსულმა მღვდელმთავარმა.

“ინტერესი ბევრი შეიძლება იყოს – რუსეთიდანაც და ყველგან. (მთავრობიდანაც) შეიძლება იყოს, შეიძლება არა, არვიცი, ცოტა რთულია ამაზე…  სინოდი რა თქმა უნდა, პრინციპული უნდა იყოს. ახლა უფრო მნიშვნელოვანი ის იყო, რომ 40 დღე გავიდა მისი უწმინდესობის გარდაცვალებიდან და რაღაც საოცარი მსახურება იყო. ჩვენ ვართ ერთად, არ ვგრძნობთ რაიმეს განსხვავებულს, განსაკუთრებით, რაღაც ინტერესი და მოლოდინები ვიცით რომ არის საზოგადოებაში (პატრიარქსი არცევნებზე). მე ვფიქრობ, რომ ეს არის ნორმალური. შეიძლება სიმპათიებიც არსებობს, ესეც ნორმალურია ალბათ და გაგებით უნდა მოვეკიდოთ ამ ამბავს. ყველა მღვდელმთავარი არის პიროვნულად თავისუფალი თავის არჩევანში. არანაირი ჩარევა – არასოდეს არავინ არ დამკავშირებია და არაფერი უთქვამთ, არც მსმენია ამაზე. გამოკვეთილი კანდიდატები იქნება 28-ში სინოდის სხდომაზე   

მაღალ იერარქს კითხვა მართვა გემგეობის წესში არსებულ ჩანაწერზეც დასუვეს, რომელიც მომავალ პატრიარქს თეოლოგის დიპლომს ავალდებულებს. ასევე კითხვა შეეხებოდა პატრიარქის ასაკობრივ ცენზსაც.

მეუფე დოსითეოსი ამბობს, რომ ყველა წესდება დროს პასუხობს, წესდებაში ცვლილებების შეტანა კი სხვა კრების დროს უნდა მოხდეს და არა 28 აპრილს. ასევე მისი თქმით, არჩეული კათოლიკოს-პატრიარქის პირობებში უნდა მოხდეს ცვლილებები.

თავის დროზე ეს ჩანაწერი შეიძლება ისეთი ჩანაწერია, რომელიც სასურველი დღეს შეიძლება აღარ ყოფილიყო. იმ დროისთვის რატომ იყო არვიცი. ყველა წესდება დროს პასუხობს ხომ ასეა და ახალი წესდება რომ შეიქმნება, ის დღევანდელ დღეს უპასუხებს.ალბათ, ასე იქნება. სინოდი უფლებამოსილი ბევრ რამეზეა მაგრამ ახლა, ამ წუთში რომ მან მიზნად დაისახო ის, რაც მის კომპეტენციაში არ არის, რადგან სხვა კრება უნდა იყოს ის და არჩეული კათოლიკოს-პატრიარქის პირობებში უნდა მოხდეს ცვლილებები. 

ვერ გეტყვით განათლების და საკობრივი ცენზის ამბავში როგორ იქნება და ვინ ამოირიცხება. მე ერთი ადამიანი ვარ და უხერხულია ჩემი მოსაზრება რომ გავაჟღერო. კომისიის წევრიც ვარ და არ მაქვს უფლება ვინმეს მხარი დავუჭირო ისედაც, მაგრამ, როგორც მღვდელმთავარი მაინც სწორია, რომ მე ჩემი შინაგანი ფიქრები შევინახო”, – განაცხადა მეუფემ.  

banner
წინა სტატიაში“სანამ რაიმე ცუდი მომხდარა მიიღეთ ზომები”- იქთიოლოგი ბათუმში ტბის ფერის შეცვლაზე
შემდეგი სტატიამეუფე შიო: ღრმად გვწამს, რომ ამიერიდან ჩვენ, ჩვენს ქვეყანას გვეყოლება დიდი მეოხი სასუფეველში