ინტერესი მოტყუების, ყაჩაღობის, წართმევის ყოველთვის იქნება, ადამიანური ცდუნებებია ეს” – ზაქარია ქუცნაშვილი ფადი ასლის პასუხობს

არასამთავრობო სექტორი და პოლიტიკოსები, ფადი ასლის ბრალდებებს ეხმაურებიან. სავაჭრო პალატის ხელმძღვანელი, ხელისუფლებას უცხოელ ბიზნესმენებზე ზეწოლაში ადანაშაულებს. მისი განაცხადებით, ე.წ. უკანონო ელემენტებს, რომლებიც უცხოურ ბიზნესს ატერორებენ, ხშირ შემთხვევაში სახელმწიფო უწყებებს წარმოადგენენ, თუმცა მათ ქვეყნის პრემიერი ვერ აკონტროლებს და ისინი ანგარიშვალდებული პირადად ბიძინა ივანიშვილის წინაშე არიან.

ფადი ასლის მტკიცებით, ზეწოლის სქემაში სახელმწიფო სტრუქტურებთან ერთად, ჩართულია სასამართლო ხელისუფლებაც.

უმრავლესობის წევრები აცხადებენ, რომ ფადი ასლიმ უნდა დაასახელოს ის ადამიანები, რომელსაც ის ე.წ. უკანონო ელემენტებს უწოდება და რომელიც ფადი ასლის მტკიცებით, აშანტაჟებს ბიზნესს. მხოლოდ ამის შემდეგ შეუძლია მთავრობას რეაგირების მოხდენა.

„ეს ინტერესი მოტყუების, ყაჩაღობის, წართმევის ყოველთვის იქნება, ადამიანური ცდუნებებია ეს ყველაფერი და სანამ ადამიანი იარსებებს, სულ იქნება, აბა კრისტალურ საზოგადოებას ჩვენ ვერ შევქმნით,“ – აცხადებს ზაქარია ქუცნაშვილი.

https://youtu.be/UTIgxaDnE7k

banner
წინა სტატიაშითურქეთში ერდოღანის წინააღმდეგ საპროტესტო ტალღა დაიწყო… (ფოტო-ვიდეო)
შემდეგი სტატიარომან გოცირიძე: მთავარია რას იტყვის სოლოლაკის კომისია