,,ინტერ რაო,, საქართველოს ხელისუფლებისაგან 120 მილიონ დოლარს ითხოვს

რუსული კომპანია ,,ინერ რაო,, (Интер РАО) ჰოლანდიელი სტრქუტურების, Silk Road Holdings B.V. და Gardabani Holdings B.V-ს მიერ საერთაშორისო არბიტრაჯში შეტანილი ორი სარჩელით, საქართველოს ხელისუფლებისაგან, ლარის კურსის დევალვაციასთან დაკავშირებული მიუღებელი შემოსავლის გამო, 120 მილიონ დოლარს ითხოვს. ,,ინტერ რაოს,, ზემოაღნიშნული ჰოლანდიური კომპანიები, თავის მხრივ საქართველოში ,,თელასის,, ,,ხრამ ჰეს-1,,-ს და ,,ხრამ ჰეს-2,,-ს 100 %-ანი წილის მფლობელები არიან. ეს კომპანიები, საქართველოს საერთაშორისო და ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულების დარღვევაში ადანაშაულებენ, ლარის კურსის დაცემის შესაბამისად ტარიფების არ აწევის გამო და მიუღებელი შემოსავლებიდან გამომდინარე ზარალის ანაზღაურებას ითხოვენ.

banner
წინა სტატიაშითურქეთის ციხიდან ცნობილი სომეხი მწერალი გაიქცა
შემდეგი სტატიაეგვიპტურ ხურგადაში ტერორისტმა 2 გერმანელი ტურისტი მოკლა