ინტენსიური თოვა და ქარბუქი გამო ალპანა-ცაგერის საავტომობილო გზის კმ1-კმ22 მონაკვეთზე გადაადგილებაზე შეზღუდვა დაწესდა

რთული მეტეოროლოგიური პირობების (ინტენსიური თოვა და ქარბუქი) გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ალპანა-ცაგერის საავტომობილო გზის კმ1-კმ22 მონაკვეთზე, აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

ინფორმაციას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

„დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით. ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

banner
წინა სტატიაშითბილისის „საახალწლო სოფელი“ კონცერტით დაიხურა
შემდეგი სტატიამაია ბუწაშვილი: გადასახედია მოთხოვნა დაწესებულებებში შესვლისას ტემპერატურის გაზომვასთან დაკავშირებით