ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში საქართველოში 13 449 ტესტი ჩატარდა

ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 13 449 კვლევა ტესტით, მათ შორის 6 628 კვლევა ანტიგენის სწრაფი ტესტით და 6 821 PCR ტესტით, – ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მან კორონავირუსთან დაკავშირებით 13 დეკემბრის მდგომარეობით არსებულ უახლეს სტატისტიკურ მონაცემებსა და მთავრობის მიერ გატარებული ღონისძიებების თაობაზე ისაუბრა.

„ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 2 720 ახალი დადასტურებული შემთხვევა, ხოლო ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 189 726-ს.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 3 942 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა – 158 183-მდე.

სამწუხაროდ, ბოლო 24 საათში გვაქვს კორონავირუსით გარდაცვალების 46 ახალი შემთხვევა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 1 790 პირი ემსხვერპლა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 2 720 ახალი შემთხვევიდან, თბილისში გამოვლენილია 1 240 შემთხვევა, აჭარა – 219, იმერეთი – 362, ქვემო ქართლი – 231, შიდა ქართლი – 156, გურია – 40, სამეგრელო და ზემო სვანეთი – 203, კახეთი – 142, მცხეთა-მთიანეთი – 84, სამცხე-ჯავახეთი – 43, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 0.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 29 727, საიდანაც, 6 869 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 2 956, აჭარაში – 881, იმერეთში – 1 409. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 074 პირი, მათ შორის, თბილისში – 500, აჭარაში – 149, იმერეთში – 215. მძიმე პაციენტებიდან ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 439 პირი, მათგან თბილისში – 220, აჭარაში – 51, იმერეთში – 55. 3 077 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 1 080 – თბილისში, 1 386 – აჭარაში, 297- იმერეთში. 19 781 პირი ვირუსის მკურნალობს კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 1 010 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 314, აჭარაში -156, ხოლო იმერეთში – 17.

სულ 6 ოქტომბრიდან – 12 დეკემბრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია – 20 327 პირი.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 50 777 ადამიანი, მათ შორის თბილისში – 19 769 პირი, აჭარაში – 9 190, იმერეთში – 6 167“, – განაცხადა ბერდია სიჭინავამ.

banner
წინა სტატიაშიშსს-მ „კოვიდ-19“-ის წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით მოქმედი რეგულაციების დარღვევის 867 ფაქტი გამოავლინა
შემდეგი სტატიასამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში კორონავირუსის 203 ახალი შემთხვევა გამოვლინდა