ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში საქართველოს მასშტაბით 19 636 კვლევა ჩატარდა

ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით 19 636 კვლევა ჩატარდა, – ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, მათ შორის ჩატარდა 11 718 ანტიგენის სწრაფი, ხოლო 7 918 „პისიარ“ ტესტი.

ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 4 570 ახალი დადასტურებული შემთხვევა, ხოლო ქვეყანაში „კოვიდ-19“-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 178 953-ს.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 3 045 პირი, ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 148 332-მდე.

ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით 43 პაციენტი გარდაიცვალა, პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 1 657 პირი ემსხვერპლა.

banner
წინა სტატიაშიშინაგან საქმეთა სამინისტრომ კოვიდ-19-ის წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით მოქმედი რეგულაციების დარღვევის 790 ფაქტი გამოავლინა
შემდეგი სტატიასაქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული 1 130 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა, მათ შორის 453 ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება