„ინტენსიური კონსულტაციები გვექნება,“- ზურაბ ტყემალაძე საარჩევნო კოდექსის შესახებ საუბრობს

არასაპარლამენტო და საპარლამენტო ოპოზიცია საარჩევნო კოდექსში დროულ ცვლილებებს ითხოვს. დღეს ინტერპარტიული ჯგუფის წევრმა მამუკა კაციტაძემ ორი ახალი ალტერნატიული წინადადება წარმოადგინა. კაციტაძის განცხადებას უკვე გამოეხმაურნენ მმართველ გუნდში.

ქართულ ოცნებაში ინიციატივასთან დაკავშირებით კონკრეტული პასუხი არ აქვთ. ზურაბ ტყემალაძის განცხადებით საარჩევნო კოდექსთან დაკავშირებით შიდა პარტიული მსჯელობა პარლამენტში მიმდინარე კვირაში გაიმართება და იმ შემთხვევეაში თუ კომიტეტებში საარჩევნო კოდექსის შესახებ იმსჯელებენ მას არასაპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლებიც დაესწრებიან.

ტყემალაძე ამბობს, რომ საკომიტეტო სხდომაზე პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს საშუალება ექნებათ წინადადებები წამოაყენონ.

banner
წინა სტატიაშისუს-ი სოფელ აძვიდან ოკუპანტების მიერ 3 ადგილობრივის გატაცებას ადასტურებს
შემდეგი სტატიანაციონალური მოძრაობა ცვლილებებს საარჩევნო სიტემაში 2016 წლის არჩევნებისთვის ითხოვს