„ინტელიგენციაში ფულს აგროვებს იარაღისა და სხვა დანიშნულებისათვის დავით მაღრაძე“ – ჯაბა იოსელიანი

პოეტ დავით მაღრაძეზე, რომელიც ახლახან სათავეში ჩაუდგა მოძრაობას „დაიცავი საქართველო“ და რომელიც მიიჩნევს, რომ ქართული პოლიტიკა არათუ „ნაციონალური მოძრაობისგან“, არამედ, „ქართული ოცნებისჰან“ უნდა გათავისუფლდეს, სკანდალური დეტალი ხდება ცნობილი. კერძოდ, ზვიად გამსახურდიას მხარდამჭერი და „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, ყოფილი დეპუტატი „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე „მხედრიონის“ ლიდერის, ჯაბა იოსელიანის სიტყვებს აზიარებს საიდანაც ნათელი ხდება, რომ თბილისის ომის დროს, ინტელიგენციაში იარაღისთვის ფულის შეგროვება დავით მაღრაძეს ჰქონდა დავალებული.
ჯაბა იოსელიანი: „ზვიად გამსახურდიასთან ბრძოლისთვის შექმნილ “საგანგებო კომიტეტის შემადგენლობისთვის(“ჩეკა”) რასაკვირველია გამოვრიცხე საბჭოთა ნომენკლატურული მოდელი. წევრებად შევიყვანე: გია ჭანტურია, გოგა ხაინდრავა, გია ჟორჟოლიანი, მთავრობის სახლთან დახეიბრებული ინტელექტუალი, ყოფილი გვარდეილი კახა გველესიანი, დავით მაღრაძე, ძალოავნი სტრუქტურის მინისტრები: გია ყარყარაშვილი, ავთნდილ იოსელიანი, ირაკლი ბათიაშვილი, შევარდნაძის აპარატის ხელმძღვანელი ვაჟა ლორთქიფანიძე.
თბილისში გამოვაცხადეთ კომენდანტის საათი. კომენდანტად დავნიშნე ზაზა ჩაჩუა….
…მიხარია, რომ ბიჭები აქტიურობენ. გია ჭანტურია კისრულობს ედპ-ს 200 კაციანი რაზმის შეკრება და დასავლეთ საქართველოში გაგზავნას, ოღონდ იარაღს თხოულობს. გია ჭანტურია კითხავს ზვიადისტებს, არის ფეხებში სროლა და დაჭრებიც… ინტელიგენციაში ფულს აგროვებს იარაღისა და სხვა დანიშნულებისათვის დავით მაღრაძე.“

აქვე, შეგახსენებთ, რომ დავით მაღრაძის ივანიშვილის ოპოზიციაში გადასვლის ბევრს არ სჯერა და მიიჩნევს, რომ ის „ოცნების“ თავმჯდომარის პროექტია.

 

banner
წინა სტატიაშიზვიადი !!! ზვიადი !!! ზვიადი !!!” ეს მხოლოდ “პაკაზუხოაბაა” და სხვა არაფერი
შემდეგი სტატიაგიგი უგულავა: გილოცავთ ბატონო პრეზიდენტო გვერდით მდგომი რიგითი თინეიჯერი