ინსტიტუტებზე თავდასხმა და სახელმწიფოს მიტაცების თავხედური აქტია – ხოშტარია “ოცნების” კანონპროექტებზე

“დროას” ლიდერის, ელენე ხოშტარიას შეფასებით, “ქართული ოცნების” მიერ ინიცირებული სამივე კანონპროექტი – ინსპექტორის სამსახურის გაუქმება, საერთო სასამართლოების შესახებ კანონში ცვლილება და ცესკო-ს წევრების არჩევის წესის შეცვლა, სახელმწიფოს მიტაცების თავხედური აქტია.

როგორც მან აღნიშნა, ლონდა თოლორაიამ პრინციპულ საქმეებზე ამოიღო ხმა, რის გამოც ხელისუფლებამ გადაწყვიტა, ის რაც დისკომფორტს უქმნის, გააუქმოს.

“სამივე საკანონმდებლო ინიციატივა არის ძალიან ღიად, დემონსტრაციული თავდასხმა ინსტიტუტებზე, ღია შეტევა და სახელმწიფოს მიტაცების ძალიან თავხედური აქტი. რაც შეეხება ინსპექტორის სამსახურს, ის იყო სამსახური, რომელიც შექმნილი იყო მათ შორის დიდი საერთაშორისო ძალისხმევით, ეს იყო მათ შორის ჩვენი საერთაშორისო ვალდებულება და ეს იყო ინსტიტუტი, რომელსაც უნდა გაეკონტროლებინა პოლიციელების თავგასულობა, რისი ფაქტებიც ჩვენ არაერთხელ ვიხილეთ”, – აღნიშნა ელენე ხოშტარიამ.

მისი თქმით, “ქართულ ოცნებას” ეგონა, რომ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შექმნა უბრალოდ ფორმალური ინსტიტუტების იმიტაცია იქნებოდა.

banner
წინა სტატიაშითუ დღეს მიხეილ სააკაშვილთან არ შეგვიშვებენ, გავასაჩივრებთ – ჯიშკარიანი
შემდეგი სტატიასუბარი – უკრაინულ მხარესთან ჩვენც გაქვს კითხვები, მაგალითად, რა ეტაპზეა სააკაშვილის მიერ საზღვრის უკანონო კვეთაზე დაწყებული გამოძიება