ინსტიტუტების საქმიანობის უარყოფითად შეფასების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი პარლამენტს აქვს – NDI

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტისა (NDI) და „კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრი (CRRC) საქართველოს“ მიერ გამოქვეყნებული კვლევის მიხედვით, ინსტიტუტების საქმიანობის უარყოფითად შეფასების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი პარლამენტს აქვს.

ამავე კვლევის მიხედვით, საკანონმდებლო ორგანოს საქმიანობას საშუალოდ აფასებს 39%, ხოლო ცუდად – 42%. ინსტიტუტებს შორის, გამოკითხულთა უმეტესობა ყველაზე კარგად ეკლესიის (74%) და იუსტიციის სახლების (57%) საქმიანობას აფასებს. მას მოსდევს ჯარი 53%-ით და პოლიცია – 42%-ით.

კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 13-29 ივლისის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), 2,131 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე. ცდომილება შეადგენს +/- 2-3 პროცენტს.

NDI-ის კვლევები ხორციელდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით და ატარებს CRRC საქართველო.

banner
წინა სტატიაშიNDI – 46%-ს მიაჩნია, რომ გახარია შს მინისტრის პოსტიდან უნდა გადამდგარიყო
შემდეგი სტატიაელენე ხოშტარია აცხადებს, რომ ქართული მხარე აპირებს, რუსეთის ფედერაციას რამზან ახიადოვი გადასცეს, რომელსაც რუსეთი ინტერპოლით ეძებს