ინსპირირება მომხდარიყო შტურმი, გააკეთეს იმ პოლიტიკურმა დესტრუქციულმა ლიდერებმა, რომლებიც იმყოფებოდნენ იქ – კალაძე

ინსპირირება მომხდარიყო შტურმი, გააკეთეს იმ პოლიტიკურმა დესტრუქციულმა ლიდერებმა, რომლებიც იმყოფებოდნენ იქ – ეს განცხადება, კახა კალაძემ გააკეთა. კალაძე რუსთაველის განზირზე განვიტარებულ მოვლენებში, შს მინისტრის პასუხისმგებლობას ვერ ხედავს.

“მე გუშინაც გავაკეთე განცხადება და კიდევ ერთხელ გავიმეორებ. პირველი რაც მოხდა პარლამენტის სხდომათა დარბაზში, ამაზე სრულ პასუხისმგებლობას იღებს ჩვენი გუნდი. ამას მოჰყვა უმკაცრესი განცხადებებიც და შედეგიც. პარლამენტის თავმჯდომარე დაბრუნდა, გადადგა ღირსეული ნაბიჯი და დატოვა თანამდებობა.

საღამოს განვითარებულ მოვლენებს, რომელიც ჩვენ ვიხილეთ ძალიან მძიმე ფაქტები და მივიღეთ მძიმე სურათი, ეს იყო უმძიმესი სანახავი, ამის ინსპირირება, მომხდარიყო შტურმი, გააკეთა იმ პოლიტიკურმა დესტრუქციულმა ლიდერებმა, რომლებიც იმყოფებოდნენ იქ.

რაც შეეხება სამართლებრივ პასუხისმგებლობას, რა ტქმა უნდა მასაც მოჰყვება რეაგირება. ჩვენ ვნახეთ ასევე კადრები, რომელიც იყო უმძიმესი, ამასაც მოჰყვება რეაგირება. გენინსპექციას აქვს დაწყებული მოკვლევა და არც ერთ ფაქტ არ დარჩება რეაგირების გარეშე,”-განაცხადა კალაძემ.

banner
წინა სტატიაში„0%-იანი ბარიერი КГБ-ს ხრიკია“ – ლუბა ელიაშვილი
შემდეგი სტატიაგახარიას პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხს არ ვხედავთ – ჩუგოშვილი