ინსპექტორის სამსახურმა პენიტენციურის გამოქვეყნებული ვიდეომასალის შესწავლა დაიწყო

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური პენიტენციური დაწესებულების მიერ გავრცელებულ კადრებს ეხმაურება და წერს, რომ ვიდეოჩანაწერის მოპოვებისა და გასაჯაროების კანონიერების შესწავლა დაიწყეს.

“სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა დაიწყო ზემოაღნიშნული ფოტომასალისა და ვიდეოჩანაწერის მოპოვებისა და გასაჯაროების კანონიერების შესწავლა.

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური, შემოწმების დაწყების პარალელურად აღნიშნავს, რომ არსებითად მნიშვნელოვანია მოშიმშილე თავისუფლებააღკვეთილი პირის პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის დაცვა. თავისუფლებააღკვეთილ პირს უნდა ჰქონდეს ნდობა იმ დაწესებულებისა და სამედიცინო პერსონალის მიმართ, სადაც იგი იმყოფება და ვისგანაც იღებს სამედიცინო მომსახურებას.

წინააღმდეგ შემთხვევაში შესაძლოა მან თავი შეიკავოს სამედიცინო მომსახურების მიღებისაგან, სამედიცინო პერსონალისთვის მნიშვნელოვანი ინფორმაციის მიწოდებისაგან, რომლითაც საფრთხე ექმნება მის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას”,- წერია განცხადებაში.

ცნობისთვის, პენიტენციურმა სამსახურმა კადრები გამოაქვეყნა და ამტკიცებს, რომ ვიდეომასალაში “მიხეილ სააკაშვილის მიერ საკვების მიღების ფაქტები” ჩანს.

banner
წინა სტატიაშიმეუფე სტეფანე სალხინოს სამონასტრო კომპლექსის ტერიტორიას არ ტოვებს
შემდეგი სტატიარუსთავში, მე-12 პენიტენციურ დაწესებულებასთან აქციის მონაწილე გარდაიცვალა