ინსბრუკში 114 000 ლარი იქნა გადახდილი მიხეილ სააკაშვილისა და გიგი უგულავას გასახდომ პროცედურაში

ინსბრუკში 114 000 ლარი იქნა გადახდილი მიხეილ სააკაშვილისა და გიგი უგულავას გასახდომ პროცედურაში, – ამის შესახებ სახელმწიფო ბიუჯეტის თანხების გაფლანგვის საქმის პროკურორმა, გიორგი მუჯირმა განაცხადა.

პროკურატურა საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილსა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილ უფროსს, თემურ ჯანაშიას სახელმწიფო ბიუჯეტის თანხების გაფლანგვას ედავება.

როგორც პროკურორმა განმარტა, მოცემული სისხლის სამართლის საქმე არ შეეხება ყოფილი პრეზიდენტის ოფიციალურ ვიზიტებსა და პროტოკოლით გათვალისწინებულ ღონისძიებებში გახარჯულ თანხებს. მუჯირის თქმით, ცხრა მილიონი, რაც წარმოადგენს ბრალდების საგანს, იყო და ემსახურებოდა პრეზიდენტის, მისი ოჯახის წევრების, სამეგობრო წრისა და გარემოცვის კომფორტს.

„დღეს სისხლის სამართლის საქმეზე, რომელიც შეეხება საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილისა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელის, თეიმურაზ ჯანაშიას მიერ ცხრა მილიონის გაფლანგვის საქმეზე ჩატარდა სასამართლო სხდომა. მეტი სიცხადისთვის, მინდა, საზოგადოებას მოვახსენო, რომ მოცემული სისხლის სამართლის საქმე არ შეეხება პრეზიდენტის ოფიციალურ ვიზიტებსა და პროტოკოლით გათვალისწინებულ ღონისძიებებში გახარჯულ თანხებს. ამავე პერიოდში პრეზიდენტის მიერ ლეგიტიმურად მსგავს ღონისძიებებში დახარჯული იყო 20 მილიონი ლარი, თუმცა წარმოდგენილი ცხრა მილიონი, რაც წარმოადგენს ბრალდების საგანს, იყო და ემსახურებოდა პრეზიდენტის, მისი ოჯახის წევრების, მისი სამეგობრო წრის და გარემოცვის კომფორტს. რეალურად წარმოადგენდა მათი დასვენების, გართობის თუ სხვა ხარჯებს.

მათ შორის, მინდა, განმარტება გავაკეთო, რომ იყო გასახდომ-გამაახალგაზრდავებელი, გამაჯანსაღებელი პროცედურები. მაგალითისთვის, ინსბრუკში 114 000 ლარი იქნა გადახდილი მიხეილ სააკაშვილისა და გიგი უგულავას გასახდომ პროცედურაში. ასევე ელიტარულ კურორტებზე მონაკოში, ტაილანდში, სინგაპურში, მილანში და სხვადასხვა ელიტარულ კურორტებზე დასვენებისთვის იქნა გახარჯული თანხები, ასევე მზარეულისთვის, სტილისტისთვის, მათი გარემოცვის საჩუქრებისთვის იქნა გადახდილი ეს ცხრა მილიონი ლარი. დაცვის მხარე ყოველთვის ცდილობდა და დღემდე ცდილობს დააკნინოს ეს სისხლის სამართლის საქმე თუმცა რეალურად აქ საუბარი არის პირადი კომფორრისტვის გახარჯულ ცხრა მილიონ ლარზე“,- განაცხადა პროკურორმა.

banner
წინა სტატიაში,,ალტ ინფო” ახალ პოლიტიკურ ძალას ქმნის: რუსეთთან პირდაპირი დიალოგი გვექნება
შემდეგი სტატიასასამართლომ ტურისტული კომპანიის დირექტორი და მიკროავტობუსის მესაკუთრე დამნაშავედ ცნო