ინფრასტრუქტურული პროექტები, რომელთა განხორციელებასაც საქართველოს მთავრობა გეგმავს

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა ქვეყნის სივრცითი მოწყობის პროექტის პრეზენტაციაზე დეტალურად ისაუბრა იმ ინფრასტრუქტურლ პროექტებზე, რომლის განხორციელებასაც მთავრობა ოთხი წლის განმავლობაში გეგმვას.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის სიტყვით გამოსვლის იმ ნაწილს, რომელიც ამ პროექტებს ეხება, უცვლელად გთავაზობთ:

ღერძი 1

აღმოსავლეთ-დასავლეთ დამაკავშირებელი მაგისტრალი და მისი ქვე-მარშრუტები.

აღმოსავლეთ–დასავლეთის ავტობანის დასასრულებლად მომდევნო სამი წლის განმავლობაში აშენდება შემდეგი მონაკვეთები:

თბილისი-ლაგოდეხის ავტობანი:
ლაგოდეხი – წნორი – ბაკურციხე (56კმ)
ბაკურციხე – თბილისი – 80კმ მონაკვეთი,
გურჯაანის შემოვლითი – თელავი 30კმ–იანი მონაკვეთი;

ზემო ოსიაური – ჩუმათელეთი – 14 კმ მონაკვეთზე 4-ზოლიანი ავტობანი.

რიკოთის მონაკვეთი – ჩუმათელეთი–არგვეთა – რიკოთის უღელტეხილზე 2020 წლის ბოლოსთვის აშენდება 4-ზოლიანი 53-კილომეტრიანი ავტობანი, რისთვისაც გაიჭრება 40-მდე გვირაბი და აშენდება 90-მდე ხიდი.

რიკოთის ავტობანის ალტერნატიულ მარშრუტად განიხილება ხარაგაულის შემოვლითი გზა – ჩუმათელეთი – ხარაგაული – ძირულა (50კმ)
ზესტაფონი – ქუთაისის – 4-ზოლიანი 15კმ–იანი მონაკვეთი – მიმდინარეობს და დასრულდება 2017 წელს.
სამტრედია – გრიგოლეთი – აშენდება 51 კმ–იანი 4-ზოლიანი მონაკვეთი, დასრულდება მომავალ ორ წელიწადში;
გრიგოლეთი – ჩოლოქი 14 კმ–იანი მონაკვეთი – მიმდინარეობს პროექტირება;
ქობულეთის შემოვლითი გზა – მიმდინარეობს 18 კმ მონკვეთის მშენებლობა,
ბათუმის შემოვლითი გზა – 14 კმ–იანი მონაკვეთი;
ბათუმი (ჭოროხი) – სარფი 11 კმ–იანი მონაკვეთი – მიმდინარეობს პროექტირება;
ასევე, აშენდება ანაკლიის და ფოთის პორტების ძირითად მაგისტრალებთან დამაკავშირებელი გზები:
გრიგოლეთი – ფოთის 24 კმ–იანი მონაკვეთი,
სამტრედია – ზუგდიდის შემოვლითი გზა, ანაკლიის პორტის გათვალისწინებით – 90 კმ.

აღმოსავლეთ–დასავლეთის ძირითადი მაგისტრალის გარდა შენდება თბილისი–წითელი ხიდის და სადახლოს მიმართულება:

თბილისის შემოვლითი გზა – 55კმ
რუსთავი – წითელი ხიდი 35 კმ
რუსთავი – სადახლო 40 კმ
სამივე პროექტზე მიმდინარეობსპროექტირება

ამ მონაკვეთების აშენებით აღმოსავლეთ–დასავლეთის მიმართულებით ჩვენ მივიღებთ რამდენიმე სტრატეგიულად მნიშვნელოვან თანამედროვე სტანდარტების გზას:

წითელი ხიდი – ანაკლია –მგზავრობის დრო შემცირდება 2,5 სთ–ით.
წითელი ხიდი – სარფი –მგზავრობის დრო შემცირდება 2სთ–ით.
წითელი ხიდი – ფოთი –მგზავრობის დრო შემცირდება 1,5 სთ–ით.
სადახლო – ანაკლია – მგზავრობის დრო შემცირდება 3 სთ–ით.
სადახლო- ფოთი– მგზავრობის დრო შემცირდება 2,5 სთ–ით.
სადახლო – სარფი– მგზავრობის დრო შემცირდება 2,5 სთ–ით.
ლაგოდეხი – ანაკლია– მგზავრობის დრო შემცირდება 2,5 სთ–ით.
ლაგოდეხი – ფოთი– მგზავრობის დრო შემცირდება 2,5 სთ–ით.
ლაგოდეხი-სადახლო – მგზავრობის დრო შემცირდება 1,5 სთ–ით.
მთლიანობაში აღმოსავლეთ-დასავლეთის ავტობანზე უნდა აშენდეს 730 კმ ახალი გზა. სრულად ყველა გზაზე მშენებლობა დასრულება 2020 წლის ბოლოსთვის. ამჟამად არსებული ორზოლიანი გზების ჩქაროსნულ ავტომაგისტრალებად მოდერნიზაციის შემდგომ გადაადგილების სიჩქარეები საშუალოდ გაიზრდება 80-100%-ით, მგზავრობის დრო შემცირდება საშუალოდ 50%-ით, ხოლო გამტარუნარიანობა გაიზრდება 4-ჯერ.

ჩრდილოეთ-სამხრეთი მიმართულება (ღერძი 2)

ჩვენ გვაქვს მცხეთა-ლარსის გზა, რომელიც არ შეესაბამება თანამედროვე სტანდარტებს და ძალიან მნიშვნელოვანია ამ მიმართულებით განვითარება, ვინაიდან იგი მოგვცემს საშუალებას, გავზარდოთ გამტარუნარიანობაირანი/აზერბაიჯანი/სომხეთი-საქართველო–რუსეთის მიმართულებით.

დაგეგმილია თბილისი-ლარსის საერთაშორისო მნიშვნელობის მაგისტრალის მშენებლობა, რომლის მეშვეობით შეიკვრება წითელი ხიდი/სადახლო-თბილისი-ლარსის მიმართულება.

აქ მოიაზრება:

ნატახტარი-ჟინვალი 28 კმ-იანი მონაკვეთი
ჟინვალი – ლარსი, ქვეშეთი – კობის 20კმ-იანი მონაკვეთი და 5-დან 7კმ-მდესიგრძის გვირაბი
მთლიანობაში ჩრდილოეთ-სამხრეთ ავტობანს უდიდესი მნიშვნელობა აქვს ჩვენი სატრანზიტო პოტენციალის სრულად გამოყენებისათვის:

ლაგოდეხი-ლარსი –მგზავრობის დრო შემცირდება 1,5სთ–ით

ანაკლია-ლარსი –მგზავრობის დრო შემცირდება 2,5 სთ–ით

სარფი-ლარსი – მგზავრობის დროშემცირდება 3სთ–ით

ეს არის ძირეული გარდატეხა საქართველოს სატრანზიტო ფუნქციის თვისობრივ და ხარისხობრივ მაჩვენებლებში.

3, ღერძი 3 (ღერძი 3).

სატრანზიტო–სატვირთო საგზაო ინფრასტრუქტურის გარდა ჩვენ ვგეგმავთ ტურისტულად საინტერესო საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარებას.

როგორც ყველასთვის ცნობილია, საქართველოში მუდმივად იზრდება ტურისტთა რაოდენობა. მხოლოდ წელს ტურისტთა რაოდენობა გაიზარდა 18%–ით წინა წლებთან შედარებით. 2020 წლისთვის, არსებული ტემპით გაგრძელების შემთხვევაშიგვეყოლება 8 მლნ ვიზიტორი.

2015 წლის მონაცემებით ტურისტთა თითქმის ნახევარი ეწვევა თბილისს, 40%–ზე მეტი ჩადის აჭარაში, 17% ქვემო ქართლში, მხოლოდ 13 პროცენტი მცხეთა–მთიანეთში და 7 პროცენტი კახეთში. სხვა რეგიონებში საერთო ნაკადის მხოლოდ 2–3 პროცენტი ჩადის. ეს ძალიან მნიშვნელოვანი დისპროპორცია აღმოსაფხვრელია და ამისთვის არის ეს რეფორმა, რომ ყველა რეგიონში ტურიზმი გახდეს მიმზიდველი სფერო და მოსახლეობამ მიიღოს საფუძველი ქვეყანაში ჩამოსული ტურისტების რაოდენობის ზრდით.

იმისთვის, რომ შევცვალოთ ეს ვითარება და ტურისტების სტაბილური ნაკადები შევქნათ ყველა რეგიონში, ჩვენ დაგეგმილი გვაქვს ტურისტულად საინტერესო ახალი გზების აშენება:

ხულო – ზარზმა 47 კმიანი 2-ზოლიანი მონაკვეთი.

ამ მონაკვეთის აშენებით შესაძლებელი იქნება თბილისიდან წალკის, ნინოწმინდა, ახალქალაქის–ასპინძის და გოდერძის უღელტეხილის გავლით, ზემო აჭარაში მოხვედრა და იქიდან ბათუმში გადასვლა. ამ მარშრუტის სიახლოვეს განლაგებულია ულამაზესი ტბები – ფარავნის და საღამოს ტბა, ფოკის და ზარზმის მონასტრები, სამცხე–ჯავახეთის ძეგლები როგორიცაა საფარა, რაბათი, ვარძია, ხერთვისი. ამავე გზით შესაძლებელი იქნება გოდერძის სათხილამურო კურორტზე ასვლა და 1,5 საათში ბათუმში შავი ზღვის სანაპიროზე გასვლა.

ახალი გზა გააუმჯობესებსსხვადასხვატურისტულიადგილებისმისაწვდომობას, რაცუდაოდგამოიწვევსაღნიშნულადგილებშიახალიშეთავაზებებისგაჩენას; ინვესტიციებისმოზიდვას; შიდადასაერთაშორისოტურისტულინაკადისზრდასდაყოველივეაქედანგამომდინარე – ადგილობრივიმოსახლეობისეკონომიკურიკეთილდღეობისზრდას.

ღერძი 4– კიდევ ერთი ჰორიზონტალური ღერძი – ლაგოდეხი–გაგრა

მოგეხსენებათ, საქართველოს ისტორიული ტერიტორიები ოკუპირებულია, მაგრამ ჩვენ დაგეგმილი გვაქვს ძალიან აქტიური, კონკრეტული ნაბიჯები შერიგების პროცესის დასაჩქარებლად. ჩვენ გვჯერა, ეს ჰორიზონტალური მაგისტრალიც რეალობა გახდება და რამდენადმე გაზრდის საქართველოს მთიანი რეგიონების ხელმისაწვდომობას და ცხოვრების დონეს, ხარისხობრივად მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს.

ეს იქნება ლენტეხი–მესტიის დამაკავშირებელი 38-კილომეტრიანი გზა და 6 კმ გვირაბი. ამ გვირაბის აშენების შემდეგ, უკვე შესაძლებელი გახდება, დასავლეთიდან აღმოსავლეთის უკიდურეს წერტილამდე, მთიანი რეგიონების გავლით მოგზაურობა. მიმდინარეობს დეტალური პროექტირების სატენდერო პროცედურები. ამ გზის და გვირაბის აშენების შემთხვევაში სვანეთი აღარ იქნება მხოლოდ ზაფხულის მიმართულება. შესაძლებელი გახდება სვანეთში მგზავრობა ზამთარშიც და უამინდობაშიც, რაც გააუმჯობებს სვანეთის მოსახლეობის საცხოვრებელ პირობებს და გაზრდის სვანეთის მიმზიდველობას ტურისტებისთვის. ეს კი გაზრდის ტურისტთა რაოდენობას წლის განმავლობაში ნებისმიერ დროს და მესტიის და უშგულის გარდა დატვირთავს სვანეთის სამთო–სათხილამურო კურორტებს – თეთნულდს და ჰაწვალს. ბუნებრივია, შედეგად სვანეთში უნდა ველოდოთ ახალი ტურისტული ინფრასტრუქტურის შექმნას, ახალ ინვესტიციებს და რაც მთავარია, ახალ სამუშაო ადგილებს.

ამავე ღერძის შესაკვრელად ასაშენებელი გვექნება დუშეთი–ახალგორი–ცხინვალის გზის მონაკვეთი. სამწუხაროდ, ამ ეტაპზე ამ გზის ნაწილი ოკუპირებულ ტერიტორიაზე იმყოფება, მაგრამჩვენ გვჯერა, დადგება დრო, როდესაც შერიგების პროცესის შედეგად, შევძლებთ, სრულად ჩავრთოთ ეს ინფრასტრუქტურა ქვეყნის მშენებლობის და განვითარების პროცესში.

ღერძი 5– ყარსი–ნინოწმინდა – ჯავა – ამ ღერძის პრაქტიკულად ყველა მონაკვეთი არსებობს.ოკუპაციის პრობლემის გამო შეუძლებელია ამ მონაკვეთების სრულად გამოყენება.

ღერძი 6- ასევე ძალიან საინტერესო და პერსპექტიული ღერძი – ახალციხე – მესტია
ეს მარშრუტი ხელმისაწვდომი გახდება ლენტეხი–მესტიის დამაკავშირებელი საავტომობილო გზის და გვირაბის და ასევე ბაღდათი – აბასთუმანი 60კმ-იანი ახალი მონაკვეთის აშენების შედეგად. ამ გზის სრულად ამოქმედების შემდეგ, ქუთაისი, შესაძლოა, პოტენციურად გახდეს თბილისის მნიშვნელობის ქალაქი – ფუნქციონალურად, ურბანულად განვითარდეს იმ დონემდე, რომ გახდეს ისეთივე მიმზიდველი, როგორც არის თბილისი, ცხოვრების თვალსაზრისით. ეს არის აბსოლუტური რეალობა, ვინაიდან, ამ მიამრთულებით განსაკუთრებულ ძალისხმევას ვგეგმავთ. ქუთაისის აეროპორტში, სექტემბრის ბოლოდან, ჩაირთვება 7 ახალი რეისი ევროპის მიმართულებით და წვდომა ქუთაისისადმი გახდის მას კიდევ უფრო საინტერესოს ტურისტებისთვის, ბიზნესისა და კერძ სექტორის წარმომადგენლებისთვის. ახალი უნივერსიტეტი, სტუდენტური ქალაქი, რომელიც 60 ათას სტუდენტზე იქნება გათვლილი და აშენდება ქუთაისის მიმდებარე ტერიტორიაზე, ერთიათად გაზრდის ქუთაისისადმი ინტერესს და მისი, როგორც საქართველოს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ურბანული ცენტრის მნიშვნელობას.

ღერძი 7 – შავი ზღვის ღერძი – სარფი–გაგრა.
ეს გზა, შემოვლითი გზით შემოუვლის რამსარის ტერიტორიას, ვინაიდან, გარემოს დაცვა ჩვენთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია და ეს ღერძი შეიკვრება ბათუმის, ქობულეთის შემოვლითი გზების, ჩოლოქი–გრიგოლეთი–ფოთის და სენაკი–ანაკლიას გზების აშენების შემდეგ. ჩვენ გვჯერა, დადგება დრო, როდესაც ამ გზის აფხაზეთის მონაკვეთი ასევე ჩაერთვება ქვეყნის მშენებლობისა და განვითარების ამ დიდ მანქანაში, რომლის აშენებასაც მომავალი ოთხი წლის განმავლობაშ ვგეგმავთ.

ღერძი 8 – კიდევ ერთი ვერტიკალური ღერძი – თბილისი –ახმეტა
გურჯაანის შემოვლითი – თელავი (30კმ) გზის გაკეთების შემდეგ შეიკვრება ახალი საინტერესო წრიული მარშრუტი თბილისი-ბაკურციხე-თელავი-ახმეთა-თიანეთი-ჟინვალი-თბილისი, რომელიც ასევე ძალიან მნიშვნელოვანი იქნება სტრანზიტო ფუნქციის განვითარების კუთხით და ქვეყნის აღმოსავლეთი და ჩრდილო-აღმოსავლეთი რეგიონების ერთმანეთთან დაკავშირებისთვის. ყველა ამ პროექტის შედეგად, საქართველო თანდათან ემსგავსება დაახლოებით გულს, რომელიც სრულად არის აღწურვილი კორონარული არტერიებით, რომელიც მთლიანად კვებავს იმ ორგანიზმს, რომელსაც ჰქვია საქართველო და მის ყველა რეგიონში თანაბრად მიეწოდება სისხლი, ჟანგბადი და ყველა რეგიონის სუნთქვა ხდება აბსოლუტურად გამართული. ეს არის უმნიშვნელოვანესი პროექტი, ვინაიდან იგი თვისობრივად, ხარისხობრივად, ფიზიკურად ცვლის საქართველოს, მისი რეგიონების ცოხვრების ხარისხს და თითოეული ადამიანის კეთილდღეობაზე ექნება ზეგავლენა.

ამდენად ახალი გზები, ხიდები, გვირაბები შემქნიან ერთიან ჩონჩხს, რომელიც გააერთიანებს და შეკრავს ყველა რეგიონს. გახდის მგზავრობას უფრო უსაფრთხოს, რაც უმნიშვნელოვანესია, სწრაფს, ადვილს. გაიზრდება ადგილობრივი მოსახლეობის ცხოვრების ხარისხი, მათთვის უფრო ადვილი გახდება გადაადგილება, ასევე ხელმისაწვდომი გახდება ყველა ძირითადი სიცოცხლისთვის აუცილებელი ინფრასტრუქტურა.

ახალი ინფრასტრუქტურის შედეგად შემქნილი ახალი ტურისტული მარშრუტები:

ზემო იმერეთისა და რაჭის დამაკავშირებელი 55 კილომეტრიანი გზა.
და უნიკალური გზა სნო – ჯუთა – როშკა – შატილი – ომალო – ფშაველის 200კმ–იანი გზა, რომელიც დააკავშირებს ქვეყნის მაღალმთიან რეგიონებს. ეს იქნება ექსტრემლური ტურისტული გზა, რომელიც გარკვეულ ადგილებში ზღვის დონიდან 3000 მეტრის სიმაღლეზე გაივლის და როგორც ტურისტებს, ასევე ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს უნიკალური ლანდშაფტების და კულტურის გაზიარების საშუალებას მისცემს.

დიდი ტურისტული პოტენციალი აქვთ სატრანზიტო ავტომაგისტრალებსაც, რომელიც ჩვენ მანამდე განვიხილეთ. გამომდინარე იქედან, რომ საერთაშორისო შემოსვლების 87.8% მეზობელ ქვეყნებზე მოდის, აღნიშნული სეგმენტი ძალიან მნიშვნელოვანია ტურიზმის ზრდის ღვალსაზრისიღ. ლიდერი ქვეყნები საერთაშორისო შემოსვლების მიხედვით არიან ჩვენი მეზობელი ქვეყნები და სწორედ აღნიშნული ქვეყნების სასაზღვრო გამშვებ პუნქტებთან დამაკავშირებელი გზების რეაბილიტაციას ითვალისწინებს პროექტი.

არ შემიძლია არ ავღნიშნო ის დამატებითი სარგებელი, რომელსაც მიიღებენ რეგიონები ტურიზმის განვითარებიდან. 2020 წლისათვის საჭირო იქნება 40,000-ზე მეტი დამატებითი საწოლი ადგილი განთავსების საშუალებებში, რაც თავის მხრივ მოქმედებს დასაქმების მაჩვენებელზე და ქმნის 20,000-ზე მეტ ახალ სამუშაო ადგილს მარტო პირდაპირი წესით.

რეგიონული გზები – ახალი გზების გაჩენით დამატებით ეფექტს მივიღებთ – გაჩნდება ახალი ტურისტული მარშრუტები – წრიული მარშრუტები.

განუმეორებელი ეფექტის მოხდენა შესაძლებელი გახდება ისეთი გზების არსებობით როგორიცაა: ქუთაისიდან ქვემო სვანეთის გავლით ზემო სვანეთთან დაკავშირება და შემდგომ სამეგრელოს გავლით ქუთაისთან ან აჭარის რეგიონთან დაკავშირება, აჭარისა კი – სამცხესთან.

ან არანაკლებ საინტერესო წრიული მარშრუტი თბილისი-ბაკურციხე-თელავი-ახმეთა-თიანეთი-ჟინვალი-თბილისი, რაც ვფიქრობთ, ძალიან მიმზიდველი იქნება ტურისტებისთვის. რადგან ამ მარშრუტებზე არის უამრავი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი, რაც საინტერესო იქნება ქვეყნის წარმოჩენისთვის.

მთლიანობაში 2020 წლის ჩათვლით დაგეგმილია მშენებლობა-რეკონსტრუქცია ჩაუტარდეს 1000კმ-მდე საავტომობილო გზას, რომლის სავარაუდო ღირებულება დაახლოებით 3,5 მილიარდ დოლარსშეადგენს, ხოლო მათ შორის იგეგმება 550 კმ ავტომაგისტრალის მშენებლობა. შედარებისთვის,2013-2015 წლებში აშენდა 84 კმ ჩქაროსნული ავტომაგისტრალი, 2006-2012 წლებში აშენდა 68 კმ ჩქაროსნული ავტომაგისტრალი.

ხიდები – 2006-2015 წლებში აშენდა 150-მდე ახალი სახიდე გადასასვლელი. 2016-2020 წლებში დაგეგმილია 300-მდე სახიდე გადასასვლელის მშენებლობა, მათ შორის 100-მდე სახიდე გადასასვლელი აშენდება მხოლოდ რიკოთის უღელტეხილზე.

გვირაბები – 2006-2015 წლებში აშენდა 6 საავტომობილო გვირაბი. 2016-2020 წლებში დაგეგმილია 50 საავტომობილო გვირაბის მშენებლობა, მათ შორის, რიკოთის საუღელტეხილო მონაკვეთზე 40 საავტომობილო გვირაბი.

დამატებით გაგრძელდება არსებული გზების რეაბილიტაცია. 2016-2020 წლის განმავლობაში დაგეგმილია 800 კმ-მდე გზის რეაბილიტაცია.

ყოველწლიურად სამშენებლო სამუშაოებზე საშუალოდ დასაქმდება 30-40 ათასამდე ადამიანი პირდაპირი გზით. დამეთანხმებით, რომ საკმაოდ ამბიციური გეგმაა, რომელიც ეფუძნება კონკრეტულ გათვლებს; არის გათვლილი როგორც ფინანსურ, ასევე ადამიანურ, ადმინისტრაციულ რესურსზე და აბსოლუტურად რეალისტურია, ნაბიჯ-ნაბიჯ გაწერილია, ზუსტად ვიცით, როდის რას ვიწყებთ, რა დროს უნდა დაიწყოს, რა დროს უნდა ჩაბარდეს და 2020 წლის ბოლოსთვის მთელი ეს რეალობა იქნება საქართველოში შექმნილი, რაც გარღვევა იქნება ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაში“.

banner
წინა სტატიაშიგიორგი კვირიკაშვილი – საქართველოს გავლით სარკინიგზო მარშრუტი მიჩნეულია ყველაზე მოკლე ევროპისა და აზიის დამაკავშირებელ მარშრუტად
შემდეგი სტატია2020 წლისთვის ელექტროგადამცემი ხაზების სრული მოდერნიზაცია დასრულდება