
შეხვედრაზე განიხილეს სოფელში არსებული პრობლემები და ის ნაბიჯები, რომლებიც მოსახლეობის უწყვეტი და ხარისხიანი წყალმომარაგების უზრუნველსაყოფად გადაიდგმება. მინისტრის თქმით, სოფლის წყალმომარაგების სისტემის მოსაწესრიგებლად უკვე მიმდინარეობს ტექნიკური დავალების შედგენა, რის შემდეგაც გამოცხადდება ტენდერი პროექტირების ეტაპის დასაწყებად. წლის ბოლოს გამოცხადდება სამშენებლო ტენდერიც
,,წალენჯიხის მუნიციპალიტეტში, პარლამენტის წევრებთან ერთად დავათვალიერეთ ინფრასტრუქტურული ობიექტები. აქტუალურია წყალმომარაგებისა და საგზაო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების საკითხები. მუნიციპალიტეტში, უახლოეს პერიოდში დავიწყებთ შიდა გზების მოწესრიგებას, ასევე დაიწყება წყალმომარაგების სისტემის პროექტირება. დავათვალიერეთ საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურაც, გვქონდა შეხვედრა წალენჯიხის N1 საჯარო სკოლის ბენეფიციარებთან, პრობლემის მოსაგვარებლად შევეცდებით, მაქსიმალურად მოკლე ვადებში დავიწყოთ სკოლის მშენებლობა”-ამის შესახებ ინფრასტრუქტურის მინისტრმა, რევაზ სოხაძემ წალენჯიხის მუნიციპალიტეტში პროექტების დათვალიერების შემდეგ განაცხადა.
მინისტრი, ირაკლი ზარუქასთან ერთად, წალენჯიხა-ობუჯი-ჯიხაშკარის შიდასახელმწიფოებრივი გზის რეაბილიტაციის პროცესს გაეცნო. 14-კილომეტრიანი მონაკვეთიდან უკვე დასრულებულია 7 კმ-ის რეაბილიტაცია, დანარჩენ ნაწილზე მიმდინარეობს პროექტირების სამუშაოები. მინისტრი, ასევე, გაეცნო სოფლების – ჯაღირასა და ობუჯის დამაკავშირებელი ხიდის მდგომარეობას.
რევაზ სოხაძემ და საქართველოს პარლამენტის წევრმა ირაკლი ზარქუა, შეხვედრა გამართეს წალენჯიხის N1 საჯარო სკოლის პედაგოგებთან და მშობლებთან. როგორც სოხაძემ განმარტა, სკოლების მშენებლობა ინფრასტრუქტურის სამინისტროს კომპეტენციაში გადავიდა და წალენჯიხის N1 სკოლის პროექტირებისა და მშენებლობის პროცესი მალე დაიწყება.

ა
















