ინფორმირებულებიც არ ვიყავით ოპოზიციის ამ შეხვედრის შესახებ, რომც ვყოფილიყავით ინფორმირებულები, მონაწილეობას არ მივიღებდით – ანა ბუჩუკური

ჩვენ საერთოდ ინფორმირებულებიც არ ვიყავით ოპოზიციის ამ შეხვედრის შესახებ, რომც ვყოფილიყავით ინფორმირებულები, მონაწილეობას არ მივიღებდით, – ამის შესახებ „საქართველოსთვის“ წევრმა, ანა ბუჩუკურმა კავთისხევში ოპოზიციური პარტიების შეხვედრის შესახებ საუბრისას განაცხადა.

ბუჩუკურის თქმით, არ აქვს ინფორმაცია, რაზე იყო საუბარი კავთისხევში გამართულ შეხვედრაზე.

„გახარიას გუნდის გეგმას რაც შეეხება, ჩვენ ვიყავით ერთადერთი პარტია საპარლამენტო ოპოზიციაში, რომელმაც კონკრეტული გამოსავალი შევთავაზეთ ამ კრიზისული მდგომარეობიდან ხელისუფლებას. დავაინიცირეთ ალტერნატიული კანონპროექტები, თუმცა ხელისუფლებამ უარი განაცხადა ჩვენი კანონპროექტების მხარდაჭერაზე“, – განაცხადა ბუჩუკურმა.

კავთისხევში 21 აპრილს ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების შეხვედრა გაიმართა. გიორგი ვაშაძის განცხადებით, კავთისხევში ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების შეხვედრაზე მთავარი განსახილველი თემა საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება იყო.

banner
წინა სტატიაშიგარემოვაჭრეებმა აბასთუმნის ქუჩა გადაკეტეს
შემდეგი სტატიაგამჭვირვალობას სწორედ ის ხალხი ებრძვის, ვისაც საქართველოში ლგბტ პროპაგანდის წარმოება და არატრადიციული ცხოვრების დანერგვა სურს – მაჭარაშვილი