ინფორმაცია, რომელიც ევროკავშირში მიდიოდა, არ წარმოადგენს რეალობის აღწერას – ათასი არგუმენტი არსებობს, რითაც შემიძლია დავადასტურო, რომ საქართველო არის მოწინავე ევროპული სტანდარტის ქვეყანა, რასაც არ იზიარებს კარლ ჰარცელი – ვოლსკი

ინფორმაცია, რომელიც ევროსტრუქტურიდან ევროკავშირში მიდიოდა, არ წარმოადგენს იმ რეალობის აღწერას, რომელიც საქართველოში ვითარდება, – ასე პასუხობს პარლამენტის პირველი ვიცე- სპიკერი გია ვოლსკი ჟურნალისტის კითხვას, როგორ შეაფასებს კარლ ჰარცელის საქმიანობას.

მისი თქმით, ქვეყანაზე ჰარცელის შეფასებების საპირისპირო მოსაზრებები გააჩნიათ.

“ათასი არგუმენტი არსებობს იმისა, რითიც შემიძლია დავადასტურო, რომ საქართველო არის მოწინავე ევროპული სტანდარტის ქვეყანა, რასაც არ იზიარებს კარლ ჰარცელი და არაერთხელ გააკეთა ამაზე მინიშნება თავის განცხადებაში. ამ მხრივ, ჩვენც გვექნება რასაკვირველია, ჩვენი საპირისპირო მოსაზრება”, – განაცხადა ვოლსკიმ.

ვოლსკი ნედ პრაისის განცხადებებსაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ სწორედ “ქართული ოცნების” დამსახურებაა, რომ მოსახლეობის 85 პროცენტი მხარს უჭერს ევროინტეგრაციას და პრაისის განცხადება სამწუხაროა.

„ რომ არა “ქართული ოცნება”, არც მოსახლეობის 85 პროცენტი ეყოლებოდა მხარდამჭერი ევროინტეგრაციას, ვინაიდან, ხელისუფლება გადმოვიბარეთ იმ ხელისუფლებისგან, რომელიც რეალურად კლავდა, ართმევდა ღირსებას და ქონებას. არც ერთი ჩვენგანი არ დაუშვებს კურსიდან გადახვევას და სამწუხაროა, რომ ბატონმა პრაისმა ასეთი განცხადება გააკეთა.

რაც შეეხება მოსამართლის თემას, რაზეც ასევე იყო საუბარი, არც ერთი ქვეყანა, არც საქართველო და არც ევროპის ნებისმიერი ქვეყანა, უყურადღებოდ არ დატოვებდა, რომ რომელიმე ქვეყნის ელჩი ან საელჩო უფრო სწორად, მიუთითებდეს მოსამართლეს კონკრეტული გადაწყვეტილების მიღებაზე ან არმიღებაზე. საკითხი ჯერ ისევ ღიაა და შესაბამისი განცხადებები, ვფიქრობ, გაკეთდება”, – განაცხადა ვოლსკიმ.

წინა სტატიაშისაგარეო პოლიტიკის თვალსაზრისით მუშაობაზე სალომე ზურაბიშვილის კრიტიკას ვერ მივიღებ, სამწუხაროა, რომ მისი განცხადებები პოლარიზაციას უწყობს ხელს – ბოჭორიშვილი
შემდეგი სტატიარუსეთმა ვერცერთი ამერიკული HIMARS სისტემა ვერ გაანადგურა – პენტაგონი