ინფორმაცია გარდაბნის საუბნო საარჩევნო კომისიაში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით

გარდაბანში, სოფ.ლემშვენიერას #31 საუბნო საარჩევნო კომისიის შენობაშიჩამსხვრეულია ფანჯარა, ჩამოხეულია ამომრჩეველთა სიის საჯარო ვერსია (კედლისსია) და კომისიის განკარგულება. შემთხვევა დაახლოებით 18:30 წთ-ზე მოხდა.გარდაბნის საოლქო საარჩევნო კომისიამ აღნიშნულის შესახებ უკვე მიაწოდაინფორმაცია საპატრულო პოლიციას და შემთხვევის ადგილზე შესაბამისისამართლებრივი პროცედურები მიმდინარეობს.საარჩევნო ადმინისტრაცია გმობს ნებისმიერი სახის ძალადობრივ ქმედებას დაიმედს გამოთქვამს, რომ მსგავსი შემთხვევა არ განმეორდება. ზემოაღნიშნული ფაქტის მიუხედავად, #31 საუბნო საარჩევნო კომისია ხვალ დილიდანგანაგრძობს საკუთარ საქმიანობას, საარჩევნო ადმინისტრაცია უზრუნველყოფსამომრჩეველთა სიის საჯარო ვერსიის ხელახლა განთავსებას კომისიაში დამოქალაქეები შეუფერხებლად შეძლებენ საკუთარი მონაცემების გადამოწმებას.

banner
წინა სტატიაშივენეციის კომისიის დასკვნა ცნობილია (ვიდეო)
შემდეგი სტატიაუკრაინაში კულტურის მოღვაწეთა “შავი სია” გააფართოვეს