“ინფლაციას და დევალვაციას ერთმანეთისგან ვერ არჩევს” -ჭიაბერაშვილი კვირიკაშვილზე

ადამიანი ვერ არჩევს ინფლაციას და დევალვაციას ერთმანეთისგან და არ მინდა რომ ეს დავიჯერო-ეს განცხადება, “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა, საქართველოს პრემიერ-მინისტრზე საუბრის დროს გააკეთა. ის გიორგი კვირიკაშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებასაც ეხმაურება, სადაც ის ლარის დევალვაციის გამომწვევ მიზეზებზე საუბრობს. ჭიაბერაშვილის თქმით, იმის მაგივრად, რომ მთავრობამ გარკვეული ზომები მიიღოს ქვეყანაში ეკონომიკური მდგომარეობის გამოსასწორებლად, ის იგივე პოლიტიკას აგრძელებს.
ენმ-ს წევრი ამბობს, რომ დეფიციტური ხარჯვისთვის მთავრობა იღებს შიდა ვალებს, რაშიც მას ირიბად ეხმარება ეროვნული ბანკი.

banner
წინა სტატიაში“ზურაბ პოლოლიკაშვილის გამოცდილება პასუხობს იმ მოთხოვნებს, რომელიც აუცილებელია გაერო-ს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის საქმიანობისთვის”
შემდეგი სტატიაპოლონეთში ლეხ კაჩინსკის ცხედრის ეკსგუმაცია ჩატარდება