ინფიცირებული მოქალაქე წყნეთში, ღვთისმშობლის მიძინების ტაძარში იმყოფებოდა – სასულიერო პირები კარანტინში არიან

კორონავირუსით ინფიცირებული ერთ-ერთი მოქალაქე, ინფექციის დადასტურებამდე წყნეთში, ღვთისმშობლის მიძინების ტაძარში იმყოფებოდა.

ტაძარი დაიკეტა და იქ მყოფი სასულიერო პირები კარანტინში იმყოფებიან. სასულიერო პირების საცხოვრებელიც იქვეა განთავსებული.

მამა იოანეს განცხადებით, ქალი დაახლოებით ათი დღის წინ მათთან აღსარების ჩასაბარებლად მივიდა.

„ჩემი მრევლი არ იყო. მოვიდა აღსარების სათქმელად დაახლოებით ათი დღის უკან. აღსარება ჩააბარა და წავიდა, მერე არც მინახავს ის ადამიანი. ცალკე აღსარება მითხრა და წავიდა, ტაძარში არც შემოსულა ის. ეს იყო ათი დღის წინ და გუშინ აღმოაჩნდა“, – განაცხადა მამა იოანემ.

ტაძარში ამ დროისთვის შვიდი ადამიანი იმყოფება. მამა იოანე ვარაუდობს, რომ ახალ კორონავირუსზე ტესტს,სავარაუდოდ, დღეს აუღებენ.

banner
წინა სტატიაშიიმერეთში მერებს მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებთან ერთად ყველაზე მოწყვლადი კატეგორიისთვის პროდუქტები სახლებში მიაქვთ
შემდეგი სტატიაევროპის საინვესტიციო ბანკი მხარს უჭერს საქართველოს კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში – EIB გიორგი გახარიასთან შეხვედრას „ტვიტერზე” ეხმაურება