ინფიცირებული აბიტურიენტი- ძალიან ბედნიერი და ძალიან მადლიერი ვარ

კორონავირუსით ინფიცირებული აბიტურიენტი ანა ონიანი აცხადებს, რომ პირადად განათლების მინისტრისგან შეიტყო, რომ გამოცდების ჩაბარებას შეძლებდა.

ანა ონიანი განათლების სამინისტროს და პრემიერ-მინისტრს მადლობას უხდის. ამასთან, აბიტურიენტი აღნიშნავს, რომ თავს კარგად გრძნობს.

„თავს კარგად ვგრძნობ, უმნიშვნელო სიცხე მაქვს. გუშინ დამირეკა განათლების სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის წარმომადგენელმა. საუბრისას მოგვისწრო განათლების მინისტრმა და ბარემ გაგესაუბრებაო. მან მაცნობა იმის შესახებ, რომ გამოცდების ჩაბარება შემეძლებოდა. ძალიან ბედნიერი და ძალიან მადლიერი ვარ თითოეული მათგანის, ასევე პრემიერ-მინისტრისაც, რომელმაც დღეს გააკეთა განცხადება ჩემზე, ძალიან მიხარია. ახლაც ვმეცადინეობ ხვალინდელი გამოცდისთვის“,-აცხადებს აბიტურიენტი

banner
წინა სტატიაშისახალხო დამცველი შაქარაშვილის საქმის მასალების გაცნობას იწყებს
შემდეგი სტატიაEdison Research: ვის მისცემდით ხმას გლდანის ოლქში – მელია 35%, ოცნების კანდიდატი 32%