ინფექციურში მოთავსებულ ირანის მოქალაქეებს ​კორონავირუსი არ დაუდასტურდათ

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge თებერვალი 22, 2020 17:47

ინფექციურში მოთავსებულ ირანის მოქალაქეებს ​კორონავირუსი არ დაუდასტურდათ

მნიშვნელოვანი

  • ინფექციურში მოთავსებულ ირანის მოქალაქეებს ​კორონავირუსი არ დაუდასტურდათ

სხვა სტატიები

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი მარინა ეზუგბაია აცხადებს, რომ მათ კლინიკაში მოთავსებულ ირანის მოქალაქეებს კორონავირუსი არ დაუდასტურდათ. მისი თქმით, 8 და 9 წლის ბავშვები დღესვე დატოვებენ კლინიკას.

„ლუგარის ლაბორატორიაში დამთავრდა ტესტირება ახალ კორონავირუსზე. პასუხი უარყოფითია, ანუ გამოირიცხა ახალი კორონავირუსით ინფიცირება.

პაციენტების მდგომარეობა დღეს, დღის განმავლობაში დამაკმაყოფილებელია, ტემპერატურა და ჩივილები აღარ აქვთ. ლაბორატორიულადაც მნიშვნელოვანი ცვლილებები არ გამოვლენილა. აქედან გამომდინარე, პაციენტების ზოგადი მდგომარეობის გათვალისწინებით, ორი მოზარდი, 8 და 9 წლის პაციენტები დღესვე დატოვებენ კლინიკას“, – განაცხადა ეზუგბაიამ.

ირანის მოქალაქე სამი პაციენტი, დედა და ორი შვილი თბილისის ინფექციურ საავამდყოფოში გუშინ შეიყვანეს.

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge თებერვალი 22, 2020 17:47