ინფექციურში კვლევა ჩაუტარდა კიდევ ერთ სასულიერო პირს, რომელსაც კორონავირუსი არ დაუდასტურდა

ინფექციურ საავადმყოფოში კვლევა ჩაუტარდა ერთ-ერთი ტაძრის მამაოს, რომელთანაც ნეგატიური პასუხი მივიღეთ, – ამის შესახებ ჟურნალისტებს ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ განუცხადა.

მისი თქმით, ინფექციურ საავადმყოფოში არის განყოფილება, რომელშიც ის პაციენტები გადაჰყავთ, რომლებსაც კორონავირუსი არ უდასტურდებათ, თუმცა სხვა ვირუსული ინფექცია აქვთ.

„სასულიერო პირი გადაყვანილია სხვა განყოფილებაში, როგორც სხვა ვირუსული ინფექციის მქონე. ინფექციურ საავადმყოფოში არის განყოფილება, რომელშიც გადაგვყავს ის პაციენტები, რომლებზეც ნეგატიური პასუხი მოდის, მაგრამ ვიდრე არ გამოჯანმრთელდებიან, იზოლირებულად გადიან მკურნალობის კურსს. დღეს დილით მამაოს ტემპერატურა აღარ აქვს და შესაძლოა, დღის განმავლობაში დატოვოს კიდეც კლინიკა“, – განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

banner
წინა სტატიაშიკორონავირუსით ინფიცირებული სასულიერო პირი მსახურებაში მონაწილეობდა – საპატრიარქო
შემდეგი სტატიალევან რატიანი : კლინიკას დღეს კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებული 62 წლის და 65 წლის პაციენტები დატოვებენ