ინფექციური საავადმყოფოს მიმართულებით განხორციელებული სროლის ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო

ინფექციური საავადმყოფოს მიმართულებით განხორციელებული სროლის ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო, ამის შესახებ ინფორმაციას “თაიმერს” შსს-ში დაუდასტურეს. უწყების ცნობით, გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც გულისხმობს ნივთის დაზიანებას ან განადგურებას.როგორც შსს-ში აცხადებენ, შესაბამისი ექსპერტიზისა და საგამოძიებო მოქმედებების შემდეგ დაზუსტდება შემთხვევის დეტალები.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე წუთის წინ თბილისში ინფექციური საავადმყოფოს ფანჯრებს რამდენიმე ტყვია ესროლეს.როგორც თვითმხილველები აცხადებენ დაშავებულები არ არიან.

banner
წინა სტატიაშითბილისში ინფექციური საავადმყოფოს ფანჯრებს რამდენიმე ტყვია ესროლეს
შემდეგი სტატია,,ტრამპის საქმე დამთავრებულია,,