ინფექციური საავადმყოფო კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულმა ექვსმა მოზარდმა დატოვა

news
ავტ.: news მაისი 13, 2020 11:55

ინფექციური საავადმყოფო კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულმა ექვსმა მოზარდმა დატოვა

თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსისგან კიდევ ექვსი პაციენტი გამოჯანმრთელდა, რომლებმაც კლინიკა უკვე დატოვეს. საერთო ჯამში კორონავირუსისგან ინფექციურ საავადმყოფოში დღემდე 97 პაციენტია განკურნებული, ქვეყნის მასშტაბით – 372.

აღსანიშნავია, რომ ექვსივე ახალი გამოჯანმერთელებული მოზარდია.

ამ ეტაპზე კლინიკაში მხოლოდ ერთი არასრულწლოვანი აგრძელებს მკურნალობას.

„საინტერესო ისაა, რომ ექვსივე გამოჯანმრთელებული არის მოზარდი, ექვსივე მოზარდმა დატოვა კლინიკა დამაკმაყოფილებელ მდგომარეობაში. მხოლოდ ერთი არასრულწლოვანი დარჩა, დანარჩენი ყველა გაეწერა ბინაზე“,- განაცხადა კლინიკის სამედიცინო დირექტორმა ეზუგბაიამ.

news
ავტ.: news მაისი 13, 2020 11:55

Google სტატისტიკა


2,765
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics