ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის ინფორმაციით, თენგიზ ცერცვაძის მეუღლეს კორონავირუსი დაუდასტურდა

ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის მეუღლეს, ანა თოფურიას კორონავირუსი დაუდასტურდა.

ამის შესახებ ინფორმაციას ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრი ავრცელებს.

მათივე ცნობით, ანა თოფურიას რაიმე გამოკვეთილი სიმპტომი არ აღენიშნება და თენგიზ ცერცვაძის მსგავსად, ისიც სახლში მკურნალობს.

ამასთან, შიდსის ცენტრში აცხადებენ, რომ თენგიზ ცერცვაძეს გუშინ აღენიშნებოდა ხველა, ყელის ტკივილი და სხეულის ტემპერატურა 37.8 გრადუსი.

„ამ დროისთვის თენგიზ ცერცვაძეს იგივე სიმპტომები აქვს, თუმცა სხეულის ტემპერატურა შედარებით დაბალია. თენგიზ ცერცვაძე და ანა თოფურია სახლის პირობებში, შესაბამისი დადგენილი გაიდლაინის და პროტიკოლის მიხედვით მკურნალობენ“, – ნათქვამია ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის ინფორმაციაში.

banner
წინა სტატიაშიაჭარის მთავრობის შენობასთან აქციაზე დაპირისპირება მოხდა
შემდეგი სტატიაენმ-ს მერობის კანდიდატმა ქუთაისში, კანდიდატურა მოხსნა