ინფექციური დაავადებების შესახებ იმნაძე მოსახლეობას აფრთხილებს

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის სამეცნიერო ხელმძღვანელმა პაატა იმნაძემ „მედიაცენტრ მთავარში“ ზაფხულის ძირითად ინფექციებსა და დაავადებებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამ ეტაპისთვის, გართულებები არ გვაქვს.
„ინფექციების მხრივ, მშვიდი სეზონი გვაქვს. ამ ეტაპისთვის, ძალიან ცოტაა ზაფხულისთვის დამახასიათებელი დაავადებები, თუმცა, სიფრთხილეს თავი არ სტკივა, განსაკუთრებით ბუნებაში გასვლის დროს, პიკნიკი იქნება თუ სასეირნოდ ბუნებაში გასვლა. უნდა მოვერიდოთ მწერებს, რომელსაც, შეუძლია სხვადასხვა დაავადება გადაიტანონ. ძირითადად, საუბარია ტკიპებზე. ტკიპების კბენის შემთხვევები ბევრია, მაგრამ, ყველა ტკიპა დაავადების გადამტანი არ არის. გარკვეული სახეობა უნდა იყოს ტკიპის, რომელსაც შეუძლია ადამიანის დაინფიცირება. წელს, პრაქტიკულად, ყირიმ-კონგოს შემთხვევები არ გვაქვს. გაზაფხულზე გვქონდა სულ ორი შემთხვევა“ – განაცხადა პაატა იმნაძემ.

ერთ-ერთი რეკომენდაცია, რომელსაც პაატა იმნაძე ტკიპებისგან თავდასაცავად მოსახლეობას აძლევს, სპეციალური დამცავი საშუალებების გამოყენებაა.

„მთავარია გვახსოვდეს, რომ თუ არ გვინდა მწერებმა შეგვაწუხოს, ვიხმაროთ ინდივიდუალური დაცვის საშუალებები, ისეთი, როგორიც არის სხვადასხვა დამაფრთხობლები, ანუ რეპელენტები, რომელიც, შეგვიძლია, სხეულის ღია ნაწილებზეც წავისვათ და ასევე ტანსაცმელზეც მივისხათ, რომ არ აცოცდეს ტკიპა“ – აღნიშნა იმნაძემ.

banner
წინა სტატიაშიკანდელაკი ეკონომიკის სამინისტროს კანონის დარღვევაში ადანაშაულებს
შემდეგი სტატიაპოლიციამ ასპინძაში მომხდარ განზრახ მკვლელობის ფაქტზე 1 პირი დააკავა