ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსით ინფიცირებული 26 პაციენტი რჩება, მათ შორის ორის მდგომარეობა შედარებით მძიმეა

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის,მარინა ეზუგბაიას განცხადებით, ბოლო 24 საათში გამოვლენილი კორონავირუსის 11 ახალი შემთხვევიდან მათ ცენტრში არც ერთი არ არის მოთავსებული.

ამ ეტაპზე ინფექციურ საავადმყოფოში 26 დადასტურებული პაციენტი მკურნალობს.

მარინა ეზუგბაიას თქმით, გუშინ კლინიკა სამმა გამოჯანმრთელებულმა დატოვა.

„მძიმე პაციენტთა სპექტრი არ შეცვლილა. კვლავ ორი მძიმე პაციანტი გვყავს. განსხვავება ერთ რამეშია, ის კრიტიკული პაციენტი, რომელიც ამდენი ხნის განმავლობაში იყო პროგნოზულად არაკეთილსაიმედო, უკვე რამდენიმე დღეა, მისი მდგომარეობა იმდენად დასტაბილურებულია და ყოველდღიურად უმნიშვნელო, მაგრამ გაუმჯობესება შეინიშნება, რომ ალბათ პროგნოზზე შეიძლება ვილაპარაკოთ, რომ კეთილსაიმედო უნდა იყოს, თუმცა დაველოდოთ კვლავ მოვლენებს. მეორე, შედარებით ახალი პაციანტი, რომელიც არის მძიმე, ჯერჯერობით კვლავ მძიმედ რჩება, მისი მდგომარეობა არასტაბილურია. მას უტარდება მკურნალობა ყველა მიმართულებით და იმედი გვაქვს, რომ დაემორჩილება მკურნალობას, პროგრესირება აღარ გამოვლინდება, არ განვითარდება და მასთანაც გამოსავალი ალბათ კეთილსაიმედო უნდა იყოს“,- განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

banner
წინა სტატიაში„მზიურში“ მედიათეკის ახალი ფილიალი განთავსდება, ხოლო ზოოპარკის მიმართულებით საფეხმავლო ხიდი მოეწყობა
შემდეგი სტატიაკახეთში გამოკვლეულ 205 პირს კორონავირუსი არ დაუდასტურდა