ინფექციურ საავადმყოფოში ამ დროისთვის 40 კოვიდინფიცირებული მკურნალობს, მათ შორის ოთხი კლინიკას გუშინ დაემატა

თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში ამ დროისთვის კორონავირუსით ინფიცირებული 40 პაციენტი აგრძელებს მკურნალობას.

კლინიკას გუშინ ოთხი პაციენტი დაემატა.

„ჩვენთან 40 დადასტურებული პაციენტი მკურნალობს, გუშინ დღე-ღამის განმავლობაში შემოვიდა ოთხი დადასტურებული შემთხვევა. ერთი საბურთალოს შემთხვევაა, სამი გახლავთ შემოტანილი შემთხვევები. ორი არის სომხეთიდან შემოტანილი. ეს შემოტანილი შემთხვევა არის ტრანზიტი მინსკი-ერევანის რეისით. ერთი – მოსკოვის რეისით, ლარსის საზღვარზე გადმოსული პაციენტია. შემოსული პაციენტის მდგომარეობა საშუალოზე მძიმეა“,- განაცხადა ეზუგბაიამ.

მარინა ეზუგბაიას თქმით, ორი მძიმე პაციენტიდან ერთის მდგომარეობა გაუმჯობესდა.

„არსებულ პაციენტებში ჩვენ გვყავდა ორი მძიმე ავადმყოფი და აქედან ერთის მდგომარეობა უკვე გაუმჯობესდა, განიხილება როგორც საშუალო სიმძიმის, ერთი ჯერ კვლავ მძიმეა. მართალია, გაუმჯობესებულია, მაგრამ მთლიანად იმის თქმა, რომ ამ ეტაპზე მისი მდგომარეობა პროგრესირებას არ დაექვემდებარება, არ შეიძლება, ამიტომ ჯერ მძიმე მდგომარეობაში რჩება. სხვა პაციენტები მდგომარეობა საშუალო და მსუბუქია“,- აღნიშნა ეზუგბაიამ.

banner
წინა სტატიაშიმარინა ეზუგბაია : კორონავირუსის 15 ახალი შემთხვევიდან ორი სამედიცინო პერსონალია, ათი საკარანტინო სივრციდანაა, ერთი საბურთალოს უკავშირდება, ხოლო კიდევ ორის ინფიცირების წყარო ჯერ უცნობია
შემდეგი სტატია“ეს ქამრების შემოჭერა არ არის! 11 მილიარდიან ბიუჯეტში 8 მილიარდი ვალია, ხოლო 560 გრანტი”- გოცირიძე ხელისუფლებას აკრიტიკებს