ინფექციურ საავადმყოფოში ახალი კორონავირუსით 25 პაციენტი მკურნალობს, მათი მდგომარეობა საშუალო და საშუალოზე მსუბუქია
სხვა სტატიები
- პაატა იმნაძე: ახალი შემთხვევებიდან ორი პაციენტის ინფიცირების წყაროს დასადგენად ეპიდკვლევა მიმდინარეობს
- ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკაში 24 კოვიდინფიცირებული პაციენტიდან ერთი ახალი შემთხვევა ე.წ. ბოლნისის კლასტერიდანაა
- სარფში დაკავებულ პირს ერთ-ერთი სამოქალაქო კლინიკის კარანტინში კოვიდ-19 დაუდასტურდა
თბილისის ინფექციურ საავადმყოფოს კორონავირუსით ინფიცირებული სამი ახალი პაციენტი დაემატა.
შესაბამისად, ამ დროისთვის კლინიკაში 25 კოვიდინფიცირებული მკურნალობს.
სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, პაციენტების მდგომარეობა საშუალო და საშუალოზე მსუბუქია.
„ახალი გამოჯანმრთელებული არც ჩვენ არ გვყავს. დაგვემატა სამი ახალი დადასტურებული შემთხვევა და ამ ეტაპზე 25 პაციენტი მკურნალობს. სამივე ახალი შემთხვევა შემოტანილია. ორი არის სომხეთიდან დაბრუნებული საქართველოს მოქალე, ერთი საქართველოს მოქალაქე, რომელიც რუსეთიდან დაბრუნდა.
მკურნალობის ფონზე მდგომარეობა საშუალოზე მსუბუქია. დანარჩენ პაციენტებთანაც არსად შეინიშნება დაავადების პროგრესირება. ყველა საშუალო და საშუალოზე მსუბუქი პაციენტები არიან“, – აღნიშნა ეზუგბაიამ.