ინფექციურ საავადმყოფოში ახალი კორონავირუსით 24 პაციენტი რჩება, მათი მდგომარეობა საშუალო და მსუბუქია

თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში ამ დროისთვის 24 დადასტურებული შემთხვევა მკურნალობს.

კლინიკამ უკვე დადასტურებული დიაგნოზით ორი ახალი პაციენტი მიიღო, ხოლო ორი გამოჯანმრთელებული კი გაეწერა.

„ორი ახალი დადასტურებული შემთხვევიდან არც ერთი არ არის მძიმე. ერთთან გვაქვს მსუბუქი სიმძიმის პნევმონია, მეორე პნევმონიის გარეშეა. ორივე იმპორტირებულია, შემოტანილი შემთხვევებია. ორი სტუდენტია, რომლებიც სომხეთში სწავლობდნენ, დაბრუნდნენ, კარანტინში ბრძანდებოდნენ და იქ ჩატარებული კვლევით, დადასტურებული პასუხით გადმოყვანილი იქნენ ჩვენთან. ზოგადად, კლინიკაში 24 პაციენტიდან მდგომარეობა საშუალო და საშუალოზე მსუბუქია“,- განაცხადა ეზუგბაიამ.

banner
წინა სტატიაშირომან გოცირიძე : ყველა განხილვას კომიტეტში დავესწრებით და ვიბრძოლებთ ბოლომდე ხელისუფლებამ არ გაფლანგოს ეს ფული
შემდეგი სტატიაირაკლი შონია : გიორგი გახარიამ უდიდესი საფრთხეები აარიდა საქართველოს!