ინფექციურ საავადმყოფოს სავარაუდოდ ხვალ კიდევ ხუთი გამოჯანმრთელებული პაციენტი დატოვებს

ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელის მარინა ენდელაძის განცხადებით, მომავალ კვირაში კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებული ახალი პაციენტები გვეყოლება. მისი განმარტებით, 5 პაციენტი კიდევ გამოჯანმრთელდა და ისინი ალბათ ხვალ გაეწერებიან.

„5 პაციენტი გამოჯანმრთელებულად ჩაითვალა, რასაც დიდი სიხარულით შეხვდა ჩვენი გუნდი, მთლიანობაში 8 ადამიანი გამოჯანმრთელდა. მათ შორის ერთი ძალიან მძიმე იყო“, – განაცხადა მარინა ენდელაძემ „იმედის კვირაში“ სატელეფონო ჩართვის დროს.

banner
წინა სტატიაში„აფხაზი ხალხის თვითგანადგურებისკენ გადადგმული საბედისწერო ნაბიჯი”- ჯემალ გამახარიას განცხადება აფხაზეთში ე.წ.საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით
შემდეგი სტატიანიკოლოზ გამყრელიძე საზოგადოებას მიმართავს