ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი ეხმაურება ექიმ გიორგი (გოგი) ჩახუნაშვილის დაკავებას

ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი ეხმაურება  ექიმ გიორგი (გოგი) ჩახუნაშვილის დაკავებას.

„ბატონი გოგა (ჩახუნაშვილი) პედიატრიულ კარდიოლოგიას გვასწავლიდა ჩემი თაობის და შემდეგ ბევრი თაობის ექიმებს. იმ ბნელ საბჭოთა პერიოდში დამატებით სტუდენტებისთვის კარდიოლოგიური სექცია ქონდა შექმნილი, ატარებდა კონფერენციებს… მაშინ ეს ყველაფერი იშვიათობა იყო.
არ მომწონს მის ასაკზე აპელირება – ყველა ახალგაზრდაზე უფრო ახალგაზრდაა.
ჰოდა ახლა, შსს თანახმად, საერთოდ მარველის პერსონაჟად გადაქცეულა – რკინის ღობეებს გლეჯს და ისეთი სუპერძალები აქვს, მის დასაკავებლად თურმე ასი პოლიციელია საჭირო. აი მართლა ვაიმე:( ყოჩაღად იყავით ბატონო გოგა“, – წერს მაია ბუწაშვილი

9 ოქტომბერს, თბილისში, საკუთარ სახლში დააკავეს 71 წლის ექიმი, პედიატრი, პროფესორი გიორგი ჩახუნაშვილი. მისი დაკავება 4 ოქტომბრის მოვლენებს უკავშირდება.

banner
წინა სტატიაშიიუსტიციის სამინისტრო პენიტენციური სამსახურის პენიტენციური დეპარტამენტის დირექტორის ყოფილის მოადგილის, გიორგი ქემოკლიძის დაკავებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელელებს
შემდეგი სტატიავახო ფიცხელაურმა შიმშილობა გამოაცხადა