ინფანტილიზმზე გესაუბრეთ, მაგრამ ეს არის პოლიტიკური მოხუცებულობის ეტაპი – ხუხაშვილი ივანიშვილის განცხადებებს აფასებს

region
: region აპრილი 10, 2019 18:12

ინფანტილიზმზე გესაუბრეთ, მაგრამ ეს არის პოლიტიკური მოხუცებულობის ეტაპი – ხუხაშვილი ივანიშვილის განცხადებებს აფასებს

ბიძინა ივანიშვილის მწვავე განცხადებებს ბრალდების ერთ-ერთი ადრესატი პოლიტოლოგი, გია ხუხაშვილი ეხმაურება. გუშინდელ ინტერვიუში ივანიშვილმა რამდენიმე გვარი ჩამოთვალა, მათ შორის გია ხუხაშვილი, შალვა შავგულიძე, დავით უსუფაშვილი და გუბაზ სანიკიძე, რომლებიც მისი შეფასებით, ენმ-ის მხარს უჭერენ. ეს კი ივანიშვილის თქმით, აჩენს ეჭვს რეალურად იყვნენ თუ არა ისინი „ნაციონალური მოძრაობის“ ოპოზიციაში.

გია ხუხაშვილი „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის განცხადებების შეფასებისას ამბობს, რომ ივანიშვილი ცდილობს საზოგადოებას მის მიერ შექმნილი რეალობა დააჯეროს.

აღარ უყვარს და ბავშვისთვის არის დამახასიათებელი ასეთი მდგომარეობა, რომ დედას აღარ უყვარს, მამას აღარ უყვარს, აღარავის აღარ უყვარს და თავის სამყაროს ქმნის, ძველ სათამაშოებს ამოიღებს, ღრმა ბავშვობაში გადადის და იმ პოზიციიდან უნდა, რომ თავის სამყაროში გადაქაჩოს ყველა. ასეთ ლოგიკას ავითარებს, აბსოლუტურად, წინააღმდეგობრივს თავი დავანებოთ,“ – ამბობს ხუხაშვილი.

პოლიტოლოგის შეფასებით, ივანიშვილი ქვეყანაში შექმნილ რეალურ სურათს ვერ აღიქვამს, რის გამოც უჭირს სიტუაციის გაანალიზება.

„ფაქტობრივად, მთელი მისი გუშინდელი საუბარი, ეს იყო ფოტოს ნეგატივი, სადაც შავი მისთვის არის თეთრი და თეთრი არის შავი. ჩემი რეკომენდაცია იქნება, რომ გაამჟღავნოს, გამოამჟღავნოს და მიიღოს ნატურალური ფერები. თავის სამყარო შექმნა და ჩვენ რომ იმ სამყაროში არ გადავდივართ მთელი საზოგადოება, ამაზე ძალიან ბრაზდება და ძალიან ჩხუბობს. ინფანტილიზმზე გესაუბრეთ, მაგრამ ეს არის პოლიტიკური მოხუცებულობის ეტაპი. მოგეხსენებათ, რომ მოხუცებულობის დროს ადამიანები ბავშვობაში ვარდებიან, დაახლოებით, ამ მდგომარეობაში არის,“ – განაცხადა ხუხაშვილმა.

region
: region აპრილი 10, 2019 18:12

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


6,288
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics