ინჯირლიკის ავიაბაზაში, რომელსაც აშშ და გერმანია იყენებს, ჩხრეკა მიმდინარეობს

თურქეთის მთავრობამ ინჯირლიკში ამერიკის ავიაბაზა დაბლოკა

საერთაშორისო კოალიციამ ინჯირლიკის ავიაბაზიდან "ისლამური საელმწიფოს" პოზიციებზე დარტყმები განაახლათურქეთის მთავრობამ, სამხედრო გადატრიალების მცდელობის გამო მომხდარი მოვლენების გამოძიების ფარგლებში, ინჯირლიკის ავიაბაზის ჩხრეკა დაიწყო, რომელსაც აშშ და გერმანია იყენებენ სირიაში ოპერაციების ჩასატარებლად.
ადრე ბაზის ბრიგადის გენერალი დააკავეს.
თურქეთში სამხედროების მასობრივი დაკავებები მიმდინარეობს – 100-ზე მეტი მარალჩინოსანი სამხედროა დაკავებული, მათ შორის 27 გენერალი და ადმირალი, სამსახურიდან დათხვნლია 9 ათასზე მეტი პოლიციელი.

პუტჩის შემდეგ თურქეთი სიკვდილით დასჯის აღდგენაზე ფიქრობს. ევროკავირის განცხადებით, თუკი თურქეთი სიკვდილით დასჯას აღადგენს, ის ევროკავშირში შესვლაზე ფიქრს უნდა დაემშვიდობოს.

banner
წინა სტატიაშიგიორგი მარგველაშვილი სლოვენიის ეროვნული ასამბლეის პრეზიდენტს მილან ბრგლეზს შეხვდა
შემდეგი სტატიაგიორგი კვირიკაშვილმა იმერეთის რეგიონში „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატები წარადგინა