ინჯიამ ჟვანიას ოპოზიციის მიერ მის მიმართ გამოთქმული შერაცხმყოფელი განცხადებების გამო ბოდიში მოუხადა

“ევროპელი სოციალისტების” თავმჯდომარემ ფრიდონ ინჯიამ, რომელიც 31 ოქტომბრის საპარლამეტო არჩევნების საგამოძიებო კომისიის წევრია, ცესკოს თავმჯდომარეს, თამარ ჟვანიას არჩევნების შემდეგ, ოპოზიციის მიერ მის მიმართ გამოთქმული შერაცხმყოფელი განცხადებების გამო ბოდიში მოუხადა.

“უნდა მოგიხადოთ ბოდიში იმ, პირდაპირ რომ ვთქვათ, შეურაცხყოფების გამო, რაც თქვენ მიმართ იყო ამ თვეების განმავლობაში. მაშინაც ვიყავი დარწმუნებული, რომ ეს თქვენ არ გეკუთვნოდათ. ახლა, ამ კომისიის მუშაობის შემდეგ, კიდევ ერთხელ დავრწმუნდი იმაში, რომ თქვენ არ გეკუთვნოდათ ასეთი გამონათქვამები”, – თქვა ფრიდონ ინჯიამ.

banner
წინა სტატიაშივაშაძე: ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესი გაყინულია
შემდეგი სტატია“ქართული თეატრის…დემონსტრირება უნდა მოხდეს მათ შორის რუსეთის ფედერაციაში”