ინჯია ზურაბიშვილს: “უმრავლესობამ აგირჩიათ, არ მოგწონთ? გადადექით”

უმრავლესობამ აგირჩიათ, არ მოგწონთ? გადადექით – ასე მიმართა ფრიდონ ინჯიამ საქართველოს პრეზიდენტს პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას. ინჯიამ პრეზიდენტის გამოსვლას ანტისახელმწიფოებრივი უწოდა და უთხრა, რომ უკრაინის მოვლენებმა არაფერი ასწავლა.

ყველაზე ცუდი რა არის იცით? უმადურობა. უმრავლესობამ აგირჩიათ, არ მოგწონთ? გადადექით… დაიწყეთ რაც თქვენ მიგაჩნიათ სწორად, რა არიში ამაში მიუღებელი. საკონსტიტუციომ თქვენ განაჩენი გამოგიტანათ. თქვენს კომპეტენციაში არ შედის საგარეო პოლიტიკა, აქედან აგმომდიანრე, რა გქონდათ თქვენ გასაყოფი “ოცნებასთან”? რა ვერ გაიყავით?

მე მიმაჩნია, რომ თქვენი გამოსვლა არის ანტისახელმწიფოებრივი და ყველაფერი მიმართულია იქეთკენ, რომ რუსეთის საწინააღმდეგო ქმედებების პლაცდარმი და უკრაინის მაგალითი თქვენთვის მაგალითი არ არის, სადაც ასიათასობით დაღუპულია.

თქვენი გამოსვლა არის წინაასაარჩევნო გამოსვლა ქართველი ხალხის ნების საწინააღმდეგოდ და ასეთი წინასაარჩევნო შტაბის შექმნა თქვენს კომპეტენციაში არ შედის”, – განაცხადა ინჯიამ.

banner
წინა სტატიაშიჰერჩინსკი ზურაბიშვილზე: ეს იყო ძალიან შინაარსიანი და უკიდურესად პროევროპული გამოსვლა
შემდეგი სტატიამდინარაძე ზურაბიშვილზე: შალვას ფანჩატურის სალომეს ფანჩატურად გადაქცევას სთავაზობს ოპოზიციის რადიკალურ ფრთას