ინჯია თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით დროებითი საგამოძიებო კომისიის წინასწარ შექმნის ინიციატივით გამოდის

დეპუტატი ფრიდონ ინჯია თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით დროებითი საგამოძიებო კომისიის წინასწარ შექმნის ინიციატივით გამოდის. ინჯიამ ეს პარლამენტში, პლენარული სხდომის მიმდინარეობისას თქვა.

“შემოვდივარ წინადადებით, რომ წინასწარ შეიქმნას დროებითი საგამოძიებო კომისია იმ ადგილობრივ არჩევნებთან მიმართებაში, რომელიც ოქტომბერში ჩატარდება. დამერწმუნეთ, რომ ადგილობრივი არჩევნების ჩატარების შემდეგ, თუ შეიქმნება საგამოძიებო კომისია, ოპოზიცია მონაწილეობას ამაშიც არ მიიღებს”, – თქვა ინჯიამ.

banner
წინა სტატიაშიელისაშვილი: პოლიტიკოსებს გამბედაობა უნდა ჰქონდეთ, რომ საკუთარი შეცდომები აღიარონ
შემდეგი სტატიასაქართველო ამაყობს! – სალომე ზურაბიშვილი ლაშა შავდათუაშვილს ოლიმპიურ მედალს ულოცავს